„საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სალიკვიდაციო კომისიების გაუქმების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №144
2005 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სალიკვიდაციო კომისიების გაუქმების შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 თებერვლის №71 და „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მაისის №171 ბრძანებულებებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულებასთან დაკავშირებით:
1. გაუქმდეს „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 თებერვლის №71 ბრძანებულებით შექმნილი საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სალიკვიდაციო კომისია და „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მაისის №171 ბრძანებულებით შექმნილი სალიკვიდაციო კომისიები.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) გადაწყვიტოს ლიკვიდირებული საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მაისის №171 ბრძანებულებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების დაფარვის საკითხი.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 თებერვლის №71 ბრძანებულება;
ბ) „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მაისის №171 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სალიკვიდაციო კომისიების გაუქმების შესახებ”?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სალიკვიდაციო კომისიების გაუქმების შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.03.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სალიკვიდაციო კომისიების გაუქმების შესახებ”?
- „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სალიკვიდაციო კომისიების გაუქმების შესახებ” მიღებულია 15.03.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №144. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.050.08.002.003.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სალიკვიდაციო კომისიების გაუქმების შესახებ”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სალიკვიდაციო კომისიების გაუქმების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.03.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სალიკვიდაციო კომისიების გაუქმების შესახებ”, №144, 15.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.050.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/94498/