„შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის N7 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
040170030.21.014.016017
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110408018, 08/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №10

2011 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

„შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.„შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებაში (სსმ III, 23.09.2010, №121, მუხ.1789) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ”;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი“ თანდართულ დანართთან ერთად (დანართი №1).”.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი”;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი“ (შემდგომში– წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში– კანონი) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე.”;

გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში– სააგენტო) ოფიციალურ ვებგვერდზე www.procurement.gov.ge განთავსებული სახელმწიფო შესყიდვების პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში (შემდგომში – სისტემა);”;

დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კლასიფიკატორის ოფიციალური ვერსია განთავსებულია სისტემაში და ხელმისაწვდომია ნემისმიერი დაინტერესებული პირისათვის.”.

მუხლი 2.ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტ. ურჯუმელაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის N7 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
დიახ, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის N7 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.04.2011.
როდის იქნა მიღებული „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის N7 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
„შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის N7 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მიღებულია 08.04.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 040170030.21.014.016017.
რამდენი მუხლისგან შედგება „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის N7 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის N7 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის N7 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის N7 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, №10, 08.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 040170030.21.014.016017 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1279764/