„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№54
სარეგისტრაციო კოდი
040170030.57.069.016202
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/05/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ  – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №54

2024 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

 

 

„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 25.05.2015, 040170030.57.069.016061) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს უბრუნდება:

ა) დისკვალიფიკაციიდან 10 დღის გასვლისთანავე, თუ იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც იგი საბჭოში გაასაჩივრებს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას მისი დისკვალიფიკაციის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტს ელექტრონული გარანტია დაუბრუნდება საჩივრის დაუშვებლად ცნობის/გახმობის ან საბჭოს მიერ გადაწყვეტილების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი) სისტემაში ატვირთვის შემდეგ, დაუყოვნებლივ, თუ მისი დისკვალიფიკაციიდან გასულია 10 დღე;

ბ) კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „შეწყვეტილია“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ მინიჭებიდან 10 დღის გასვლისთანავე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე, თუ პრეტენდენტი წინადადებების მიღების დასრულებამდე უარს იტყვის საკონკურსო წინადადებაზე, აგრეთვე, საბჭოში გასაჩივრდება შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონკურსთან დაკავშირებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება, რა დროსაც პრეტენდენტს ელექტრონული გარანტია დაუბრუნდება საჩივრის დაუშვებლად ცნობის/გახმობის ან საბჭოს მიერ გადაწყვეტილების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი) სისტემაში ატვირთვის შემდეგ დაუყოვნებლივ, თუ კონკურსის შეწყვეტიდან/უარყოფითი შედეგით დასრულებიდან გასულია 10 დღე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 20 მაისიდან.  

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაზა ნანობაშვილი