„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№55
სარეგისტრაციო კოდი
010240060.57.069.016203
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/05/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ  – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №55

2024 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

 

 

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს უბრუნდება:

ა) დისკვალიფიკაციიდან 10 დღის გასვლისთანავე, თუ იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც იგი საბჭოში გაასაჩივრებს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას მისი დისკვალიფიკაციის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტს ელექტრონული გარანტია დაუბრუნდება საჩივრის დაუშვებლად ცნობის/გახმობის ან საბჭოს მიერ გადაწყვეტილების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი) სისტემაში ატვირთვის შემდეგ, დაუყოვნებლივ, თუ მისი დისკვალიფიკაციიდან გასულია 10 დღე;

ბ) ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „შეწყვეტილია“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ მინიჭებიდან 10 დღის გასვლისთანავე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე “, „ვ“, „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე, თუ პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობის მიმდინარეობისას უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე, აგრეთვე, საბჭოში გასაჩივრდება შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება, რა დროსაც პრეტენდენტს ელექტრონული გარანტია დაუბრუნდება საჩივრის დაუშვებლად ცნობის/გახმობის ან საბჭოს მიერ გადაწყვეტილების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი) სისტემაში ატვირთვის შემდეგ, დაუყოვნებლივ, თუ ტენდერის შეწყვეტიდან/უარყოფითი შედეგით დასრულებიდან გასულია 10 დღე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 20 მაისიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაზა ნანობაშვილი