„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
010240060.57.069.016201
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ  – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება  №53

2024 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

 

 

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 23-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „შეწყვეტილია“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ მინიჭებიდან 10 დღის გასვლისთანავე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე “, „ვ“, „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე, თუ პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობის მიმდინარეობისას უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე, აგრეთვე, საბჭოში გასაჩივრდება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ, რა დროსაც პრეტენდენტს ელექტრონული გარანტია დაუბრუნდება საჩივრის დაუშვებლად ცნობის/გახმობის ან საბჭოს მიერ გადაწყვეტილების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი) სისტემაში ატვირთვის შემდეგ, დაუყოვნებლივ, თუ ტენდერის შეწყვეტიდან გასულია 10 დღე.“.

ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ვადის დასრულება შაბათ-კვირას ან უქმე დღეს ემთხვევა, პრეტენდენტს გარანტია დაუბრუნდება მომდევნო სამუშაო დღის დასრულებისთანავე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე