„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №71 |
|
2025 წლის 19 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება: ა) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-ის ჩათვლით – საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში; ბ) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-ის ჩათვლით – თუ საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – თუ, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარზე; გ) ხელშეკრულების ღირებულების 5%-დან 10%-ის ჩათვლით – თუ სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარზე და, ამასთან, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე; დ) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 20%-ის ჩათვლით – თუ სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარს; ე) ხელშეკრულების ღირებულების 5%-დან 20%-ის ჩათვლით – თუ სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარს და, ამასთან, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ გამოცხადებულ ტენდერებზე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.12.2025. მიმღები ორგანო — სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №71. სარეგისტრაციო კოდი — 010240060.57.069.016219.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №71, 19.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016219 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6705633/