საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის საშტატო რიცხოვნობისა და მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.04.2005 ძალადაკარგული 27.07.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№211
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 11/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №211

2005 წლის 9 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის საშტატო რიცხოვნობისა და მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის საშტატო რიცხოვნობა (დანართი№1) და აპარატის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი №2).

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებისათვის დამატებით საჭირო ასიგნებები გამოყოფილ იქნა „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 7 აპრილის №97 განკარგულების შესაბამისად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

3. ბრძანებულება ამოქმედდეს 2005 წლის 1 აპრილიდან.

მ. სააკაშვილი

დანართი№1

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის საშტატო რიცხოვნობა

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი – 22 საშტატო ერთეული;

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი – 25 საშტატო ერთეული;

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. ქუთაისი, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი – 30 საშტატო ერთეული;

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი – 26 საშტატო ერთეული;

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი – 26 საშტატო ერთეული;

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი – 16 საშტატო ერთეული;

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი – 29 საშტატო ერთეული;

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი – 36 საშტატო ერთეული;

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. ცხინვალი, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი – 27 საშტატო ერთეული.

დანართი№2

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობის დასახელება თანამდებობრივი სარგო (ერთ ერთეულზე)

სახელმწიფო რწმუნებული              2300

პირველი მოადგილე                          800

მოადგილე                                            700

სამსახურის უფროსი                         250

მთავარი ბუღალტერი                       250

კანცელარიის უფროსი                      200

მთავარი სპეციალისტი                     190

უფროსი სპეციალისტი                     160

სპეციალისტი                                      130

ტექნიკური მუშაკი                             120