„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ 07.12.2001
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №35, 26.12.2001, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხებზე დასკვნა გამოაქვს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს (შემდგომში – ბიურო), რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულებით.“.
2. მე-14 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებული ტრავმის ან დაავადების, სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ობიექტების ავარიის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცს 55 წლის ასაკის ზევით, ხოლო ქალს – 50 წლის ასაკის ზევით;“.
3. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ან მის წარმომადგენელსა და პროგრამის განმხორციელებელთა შორის დავის წარმოქმნის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო.“.
4. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37
რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის განხორციელების კოორდინაციასა და კონტროლს აწარმოებს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.“.
5. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 43
ბიუროში სამუშაოდ დაინიშნებიან ექიმები, რომლებსაც აქვთ სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, სერტიფიკატი სპეციალობაში და სპეციალური ცოდნა სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაში.“.
6. 59-ე მუხლი, მე-60 მუხლის მე-2 პუნქტი და 62-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 23 ივლისი.
№2573–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.07.2003.
- როდის იქნა მიღებული „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.07.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2573. სარეგისტრაციო კოდი — 110.070.000.05.001.001.353.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.07.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №2573, 23.07.2003, სარეგისტრაციო კოდი 110.070.000.05.001.001.353 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12826/