„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისადადამატებებისშეტანისთაობაზე
მუხლი 1.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-6 მუხლის:
ა) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზია – 200 ლარი.“;
ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია (გარდა ნავთობითა და გაზით სარგებლობისა):
ა) ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია – 200 ლარი;
ბ) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია – 200 ლარი;
გ) ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია – 100 ლარი;
დ) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია – 200 ლარი;
ე) თევზჭერის ლიცენზია – 200 ლარი;
ვ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია – 200 ლარი;
ზ) მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზია – 200 ლარი.“;
გ) მე-18, მე-19, მე-20 და 21-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-7 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა – 500 ლარი.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარ-სის 61 და 62 პუნქტები:
„61. წყალსარგებლობის ნებართვა:
ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა – 200 ლარი;
ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა – 200 ლარი.
62. ნადირობის ნებართვა – 10 ლარი.“;
გ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა – 200 ლარი.“;
ე) მე-13 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4206–რს