„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3383
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.002.323
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 29/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ორდინალური ვიზის გაცემისათვის;

ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დოკუმენტების გამოთხოვისათვის ან/და ლეგალიზაციისათვის.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის:

ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების განხილვისათვის – 180 ლარი;“;

ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების განხილვისათვის – 60 ლარი;“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ორდინალური ვიზის გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება შემდეგი ოდენობით:

ა) 90 დღემდე ყოფნის ვადით ერთჯერადი ორდინალური ვიზის გაცემისათვის – 60 ლარი;

ბ) სატრანზიტო გავლის უფლებით ერთჯერადი ორდინალური ვიზის გაცემისათვის – 10 ლარი;

გ) სატრანზიტო გავლის უფლებით ორჯერადი ორდინალური ვიზის გაცემისათვის – 20 ლარი.

8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დოკუმენტების გამოთხოვისათვის ან/და ლეგალიზაციისათვის სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება შემდეგი ოდენობით:

ა) სხვა ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვისათვის – 20 ლარი;

ბ) დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის – 15 ლარი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 23 ივნისი.

№3383–Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.06.2006.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.06.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3383. სარეგისტრაციო კოდი — 230.000.000.05.001.002.323.
სად არის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3383, 23.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.002.323 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/23908/