„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1332
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.003.534
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 14, 03/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დოკუმენტების გამოთხოვისათვის;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში შედგენილი დოკუმენტების ლეგალიზაციისა.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 20 ლარია.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. საქართველოში შედგენილი დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 20 ლარია.

10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 15 ლარია.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 15 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი . სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 26 ივნისი.

№1332–რს