„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ გასაცემი ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 16 ოქტომბრის №2-198 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება№2-61
2011 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ გასაცემი ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 16 ოქტომბრის №2-198 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ გასაცემი ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 16 ოქტომბრის №2-198 ბრძანებაში (სსმ III, 23.10. 2006 №144 მუხ. 1990) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაცემი ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.“
ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების სალიცენზიო ფორმა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1).
გ) ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების სალიცენზიო მოწმობის გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების თანდართული წესის(დანართი №2):
გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაცემი ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების სალიცენზიო მოწმობის გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.“
გ.ბ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში-სააგენტო) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე.“
გ.გ) მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადებას აწარმოებს პოლიგრაფიული საწარმო „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.“
გ.დ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვაზე, შენახვაზე და გაცემაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო.“
გ.ე) მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი განცხადების საფუძველზე გადასცემს სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის სამმართველოს უფროს ი.
2. საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის სამმართველოს უფროსი მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღების ფაქტს ადასტურებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალში ხელმოწერით.”
გ.ვ) მე-5 მუხლის:
გ.ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შევსება ხდება სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელთა მიერ.“
გ.ვ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ივსება სამ პირად, რომელთაგან ერთი პირი რჩება სააგენტოს ნებართვის მაძიებელს გადაეცემა მეორე და მესამე პირი, რომელთაგან ერთ პირს წარუდგენს შემოსავლების სამსახურს.“
გ.ვ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად სააგენტო ვალდებულია აწარმოოს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი.“.
გ.ზ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვაზე, აღრიცხვაზე და გაცემაზე კონტროლი.
სააგენტო ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
დანართი №1
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო
ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების
სალიცენზიო მოწმობა № 000000
იურიდიული/ფიზიკური პირი: --------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
მისამართი: -----------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
მომწოდებელი (მისამართი): -------------------------------------------------------------------------
ლიცენზირებული საქმიანობის სახე: -------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
წარმოებულ-დაფასოებული პროდუქტის დასახელება, მწარმოებელი ქვეყანა,
ვარგისიანობა: -------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
პასუხისმგებელი პირი: -------------------------------------------------------------------------------
სალიცენზიო მოწმობა გაცემულია 20 წლის „---“ „----------------------------------“
უფლებამოსილი პირი
ხელმოწერა ბ.ა.
სფს-ს №
დამკვეთი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო
დამამზადებელი: