ფარმაცევტული, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპორტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№46/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.007.067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 21/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.007.067

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №46/ნ

2005 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ., №78, მუხლი 708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანების №1 დანართის (ფარმაცევტულ საბითუმო ბაზაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და რეალიზაციის წესი) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის კონტროლის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილ ვადებში და დადგენილი ფორმებით.“;

ბ) ამავე დანართის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების რეალიზაცია მყიდვე-ლისათვის ადგილზე მიწოდების გზით (გარდა სტიქიური უბედურებების ან სხვა საგანგებო სიტუაციების დროს გათვალისწინებული შემთხვევებისას).“;

გ) ამავე დანართის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბაზაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები ექვემდებარება საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას დალუქულ, დანომრილ, ზონარგაყრილ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოს (შემდგომში – წამლის სააგენტო) ბეჭდით დამოწმებულ სპეციალურ ჟურნალში (დანართი №8).“;

დ) ბრძანების №2 დანართის (აფთიაქში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადების, გაცემისა და რეალიზაციის წესი) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აფთიაქში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები ექვემდებარება საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას წამლის სააგენტოს ბეჭდით დამოწმებულ სპეციალურ ჟურნალში (დანართი №10).“;

ე) ბრძანების №2 დანართის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ბიუროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში.“;

ვ) ბრძანების №2 დანართის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აფთიაქის ხელმძღვანელი ყოველი მომდევნო თვის პირველი რიცხვისათვის ადარებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების ფაქტობრივ ნაშთს ჟურნალის ნაშთთან. მონაცემების შეუსაბამობის შემთვევაში აფთიაქის ხელმძღვანელი ადგენს შესაბამის დოკუმენტს და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს წამლის სააგენტოს, რომელიც ვალდებულია შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში კანონმდებლობით დადგენილი წესით შეისწავლოს საკითხი და შედეგების შესახებ აცნობოს ბიუროს.“;

ზ) ამავე დანართის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. წამლის შემადგენლობაში შემავალი ნარკოტიკული საშუალებები (მხოლოდ სუბსტანციები) უნდა აიწონოს ფარმაცევტ-ტექნოლოგის მიერ, ფარმაცევტის თანაშემწის თანდასწრებით, რის შემდეგ შტანგლასი დაუყოვნებლივ ინახება კარადაში; აწონილი სუბსტანციისაგან წამალი მზადდება დაუყოვნებლივ; რეცეპტის უკანა მხარეს ხელს აწერენ, გაცემაზე – ფარმაცევტ-ტექნოლოგი, მიღებაზე – ფარმაცევტის თანაშემწე (სამკურნალო საშუალების დასახელებისა და რაოდენობის აღნიშვნით).“.

თ) ბრძანების №3 დანართის (ფარმაცევტულ საწარმოში ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოების, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გამოყენებისა და გაცემის წესი) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული ფორმით და დადგენილ ვადებში მია-წოდოს ინფორმაცია ბიუროს საწარმოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის შესახებ.“;

ი) ბრძანების №7 დანართის (ფარმაცევტულ, სამკურნალო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამოწერისა და განადგურების წესი) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. განადგურების შემდეგ ჩამოწერის და განადგურების აქტში ფიქსირდება განადგურების თარიღი, ადგილი, მეთოდი, გამოყენებული ტარა, ტრანსპორტი, რასაც ხელმოწერით ადასტურებს კომისიის ყველა წევრი, რის შემდეგაც აქტი მტკიცდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით; აქტის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ბიუროს, მეორე ეგზემპლარი – პოლიციას, ხოლო მესამე – რჩება დაწესებულებაში და ინახება ხუთი წლის განმავლობაში.“.

კ) ბრძანების №8 დანართით (სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა საბითუმო ბაზისათვის) გათვალისწინებული ჟურნალის ფორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი

თვე

ნაშთი 1-ლი რიცხვისათვის

ვისგან არის

 მიღებული

საბუთის № და თარიღი

რაოდენობა

სერია

1

2

3

4

5

6

 

გ ა ს ა ვ ა ლ ი

მთლიანად თვის შემოსავალი ნაშთთან ერთად

ვისზე გაიცა

(ლიცენზიის №-ის მითითებით)

საბუთის № და

თარიღი

 

რაოდენობა

სერია

ნაშთი მომდევნო თვის 1-ლი

რიცხვისათვის

სულ გასავალი თვის განმავლობაში

7

8

9

10

11

12

13

 

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

     ლ. ჭიპაშვილი