„სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №631 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№738
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.027.017229
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №738

2021 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №631 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/09/2020, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.027.017125) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის:

ა) „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) კომპეტენციის ფარგლებში, პენიტენციურ სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის უზრუნველყოფა, ასევე, უსაფრთხოების სისტემების გამართული მეთვალყურეობა;“.

2. მე-7 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტექნიკური უსაფრთხოების სამმართველო;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9

ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სამსახურის სისტემის კიბერუსაფრთხოებას;

ბ) უზრუნველყოფს ინტერნეტთან სამსახურის შეუფერხებელ კავშირს და სამსახურის მოსამსახურეთა ინტერნეტრესურსებზე წვდომას;

გ) უზრუნველყოფს სამსახურის უსაფრთხოების სისტემების ვიბროსეისმური და ბუფერული ზონების გამართულად ფუნქციონირებას;

დ) უზრუნველყოფს სამსახურის სისტემაში კომპიუტერული ქსელების, ელექტრონული ბაზების გამართულ მუშაობასა და კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნას; უზრუნველყოფს სამსახურის სისტემას თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით;

ე) ახორციელებს დაწესებულებებში არსებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირებას, მათზე დაშვების ტექნიკურ უზრუნველყოფასა და კონტროლს; პერიოდულად ამოწმებს სამსახურის სისტემაში პროგრამული საშუალებების ფუნქციონირებას მათი გამართული მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით;

ვ) ახორციელებს სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის, აგრეთვე, სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებსა და დაწესებულებებში განთავსებული მოსამსახურის სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირებას;

ზ) ახორციელებს სამსახურის დაწესებულებების ტერიტორიაზე სასაშვო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ტექნიკურ უზრუნველყოფასა და სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლს;

თ) ახორციელებს დაწესებულებებში სატელევიზიო მაუწყებლობის მიწოდების ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამსახურში გასამართი თათბირებისა და სამუშაო შეხვედრების ტექნიკურ უზრუნველყოფას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელებისთვის პატიმრობის კოდექსის და შესაბამისი დაწესებულების დებულებით განსაზღვრული წესის შესრულებაზე კონტროლს;

მ) უზრუნველყოფს დაწესებულების ხელმძღვანელთან კოორდინაციით, ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სატელეფონო საუბრის დროის ლიმიტის შემცირებაზე ან გაზრდაზე კონტროლს; დაწესებულებიდან მიღებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისების/დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ კორესპონდენციის, აგრეთვე, პატიმრობის კოდექსის და დაწესებულების დებულების შესაბამისად, ბრალდებულთა მიმართ უფლებამოსილი ორგანოებიდან სატელეფონო კავშირის შეზღუდვის შესახებ შემოსული კორესპონდენციის კონტროლსა და მათზე რეაგირებას;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს პენიტენციურ სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასა და კონტროლს, ასევე, უსაფრთხოების სისტემების გამართული მუშაობის მეთვალყურეობას;   

ო) საჭიროების შემთხვევაში, მთავარ სამმართველოში შემავალ დანაყოფებთან ერთად, დაწესებულებების პერიმეტრზე ახორციელებს განთავსებული ტექნიკური საშუალებების შემოწმებას და უზრუნველყოფს მათ გამართულ ფუნქციონირებას;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და  შესაბამის რეაგირებას;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს  სხვა სახელმწიფო ორგანოებთან  ინფორმაციის გაცვლის მიზნით;

რ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

4. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი შესაბამისი სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტექნიკური უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი შესაბამისი სამმართველოს ერთ-ერთი მოსამსახურე.“.

6. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე