თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტად და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №344
2002 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტად და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
მიღებულ იქნეს საქართველოს განათლების სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს წინადადება თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტად და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ. აქედან გამომდინარე:
1. თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოყალიბდეს თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტად.
2. „განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
3. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის თანდართული დებულება.
4. ბრძანებულების მე-2 პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს კულტურის სამინისტრომ (ს.გოგიბერიძე).
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის“ დებულება
თავი I
სტატუსი, ავტონომიურობა
მუხლი 1. უნივერსიტეტის სტატუსი
1. თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) არის ავტონომიური სტატუსის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. უნივერსიტეტს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს სპეციალური უფლებამოსილება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი საქმიანობა.
3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი“, შემოკლებით „სსიპ-თკხსუ“. უნივერსიტეტის სრული და შემოკლებული სახელწოდება გამოიყენება თანაბარი მნიშვნელობით.
4. უნივერსიტეტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, შტამპი, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. ბეჭედზე ასახულია უნივერსიტეტის სრული სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
5. უნივერსიტეტი თავისი სპეციალური უფლებებისა და უნარის ფარგლებში დებს გარიგებებს. გარიგება, რომელიც სცილდება უნივერსიტეტის სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებს, ბათილია.
6. უნივერსიტეტი ვალდებულია აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია.
7. უნივერსიტეტს უფლება აქვს საკუთარი სახელით სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
8. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: 380002, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი № 40.
9. უნივერსიტეტის სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
მუხლი 2. უნივერსიტეტის უფლებები. მისი საქმიანობის მიზნები და ამოცანები
1. უნივერსიტეტის საქმიანობა წარიმართება საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყანაში შესაბამისი კანონმდებლობის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე.
2. უნივერსიტეტი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
ა) აყალიბებს უნივერსიტეტის სტრუქტურასა და მართვის ეფექტიან მექანიზმებს;
ბ) ირჩევს და კვალიფიციური კადრებით აკომპლექტებს უნივერსიტეტის მართვის ორგანოებს;
გ) ამზადებს კულტურის გამოყენებისა და მართვისათვის აუცილებელ ფართო პროფილის სპეციალისტებს, კულტურული პროცესების უწყვეტობისათვის საჭირო პროფესიონალებს ეთნომუსიკის, ეთნოქორეოგრაფიის, ეროვნული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებისათვის;
დ) განსაზღვრავს სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის ძირითად სტრატეგიებს, საქართველოს განათლების სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული საგანმანათლებლო სტანდარტებისა და პროგრამების ფარგლებში შეიმუშავებს და ამტკიცებს სასწავლო გეგმებს;
ე) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების, სახელმწიფო დაკვეთისა და შრომის ბაზრის კონიუნქტურის გათვალისწინებით საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით შესაბამის ორგანოებს წარუდგენს დასამტკიცებლად იმ პროფესიათა და სპეციალობათა ნუსხას, რომელთა მიღება დასტურდება სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით;
ვ) აწარმოებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; ქვეყანაში დადგენილი წესების დაცვით ანიჭებს სამეცნიერო წოდებებსა და ხარისხებს; კულტურის სამინისტროსა და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, აწესებს და აუქმებს სწავლების ფორმებს;
ზ) მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ფარგლებში ახორციელებს საკადრო, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, ხოლო მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობით ცვლის საშტატო განრიგს დამტკიცებული ფონდის ფარგლებში. იღებს სხვა გადაწყვეტილებებს, თუ ისინი არ ს ცილდებიან ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
თ) დებს ორმხრივ ხელშეკრულებებს საქართველოსა და საზღვარგარეთის სასწავლო, სამეცნიერო და შემოქმედებით ორგანიზაციებთან: ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ამყარებს კავშირებს იურიდიულ და კერძო პირებთან (მათ შორის უცხოეთში). არსებული კანონმდებლობის ფარგლებში ხელს უწყობს სამეწარმეო საქმიანობის (კომერციული კონცერტები, გამოფენა-გაყიდვები, საგამომცემლო საქმე და ა.შ.) განვითარებას, ისე, რომ არ მოხდეს ინტერესების, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის დანიშნულების ჩანაცვლება სამეურნეო საქმიანობით, როგორც არსებითი პრიორიტეტი;
ი) უნივერსიტეტი, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, განკარგავს ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, წყვეტს მის გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა საკითხებს.
3. უნივერსიტეტს უფლება აქვს:
ა) თავისი საქმიანობა წარმართოს განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთისა და ერთიანი სახელმწიფო ფინანსური ნორმატივების შესაბამისად, რისთვისაც სახელმწიფოსაგან იღებს სათანადო საბიუჯეტო დაფინანსებას;
ბ) საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით შექმნას და დახუროს საუნივერსიტეტო სტრუქტურები და ფილიალები;
გ) განსაზღვროს საქმიანობის (სასწავლო-შემოქმედებითი, სამეცნიერო-კვლევითი) პრიორიტეტები;
დ) შეიმუშაოს სტუდენტთა მისაღები კონტინგენტის რაოდენობის პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის ორგანოებს;
ე) განიხილოს ასპირანტურასა და ასისტენტურაში მიღების გეგმის პროექტები და დადგენილი წესით შეთანხმებული წარადგინოს დასამტკიცებლად;
ვ) მიანიჭოს სპეციალისტს სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) დაადგინოს პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ-თანამშრომელთა სასწავლო, სამეცნიერო და საშემსრულებლო-შემოქმედებითი დატვირთვის მოცულობა, რაც აისახება კონკრეტულ შრომით ხელშეკრულებაში;
თ) აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლის, სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე;
ი) გახდეს უმაღლეს სასწავლებელთა ნებისმიერი გაერთიანების წევრი;
კ) მოაწყოს ადილობრივი, რესპუბლიკური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები, ფესტივალები, კონკურსები, დათვალიერებები, „მასტერ-კლასები“, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კურსები;
ლ) მეთოდური და პრაქტიკული დახმარება გაუწიოს რესპუბლიკის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს;
მ) შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე და არსებული წესისა და პირობის დაცვით დაადგინოს საშტატო ნუსხა, შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური წახალისების ფორმები და სისტემები, თანამდებობრივი სარგოები სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით;
ნ) დადგენილი წესის დაცვით, ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად განახორციელოს შესყიდვები საბიუჯეტო (შესაბამისი მუხლებით) ან მის განკარგულებაში არსებული სხვა სახსრებით (ან სხვა სამეურნეო ხასიათის შეკვეთები) საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. უნივერსიტეტის საქმიანობა, უფლებამოსილება ვრცელდება მის ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფსა და ფილიალზე, სადაც განლაგებულია უნივერსიტეტის მფლობელობაში ან საკუთრებაში არსებული სხვა ობიექტები.
თავი II
უნივერსიტეტის საქმიანობის საგანი
მუხლი 3. საქმიანობის საგანი
უნივერსიტეტის საქმიანობის საგანია:
ა) კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიული და ზნეობრივი თვისებებით აღჭურვილ სპეციალისტთა მომზადება;
ბ) კულტურის ისტორიისა და თეორიის დარგებში ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ჩატარება;
გ) სასწავლო პროცესის სრულყოფასა და სწავლების ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებული თეორიული და გამოყენებითი სამეცნიერო-მეთოდური კვლევების ჩატარება, უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო-პედაგოგიური და შემოქმედებით-პედაგოგიური კადრების მომზადება და გადამზადება;
დ) კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა.
თავი III
საუნივერსიტეტო ღირებულებანი
მუხლი 4. საუნივერსიტეტო ღირებულებები
უნივერსიტეტი, სტუდენტთა და ასპირანტთა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად და ზნეობრივ პიროვნებებად აღზრდისას, გარდა პროფესიული მომზადებისა, ემყარება ისეთ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს როგორიცაა: 1) ადამიანის უფლებების დაცვა; 2) პიროვნების ეთიკურობა; 3) ტოლერანტობა; 4) სამართლიანობა; 5) კრიტიციზმი; 6) ზნეობრიობა.
თავი IV
უნივერსიტეტის სტრუქტურა. სასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა
მუხლი 5. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. უნივერსიტეტის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: ფაკულტეტები, კათედრები, სამმართველოები, განყოფილებები, ბუღალტერია, სასწავლო-შემოქმედებითი სახელოსნოები, სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიები და კაბინეტ-მუზეუმები, კოლეჯი, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, ლაბორატორიები და სექტორები, რომელთა დაკომპლექტების, მუშაობის წესი და რეგლამენტი, აგრეთვე მათი უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია შესაბამისი შინაგანაწესით, რომელსაც სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.
2. უნივერსიტეტი სასწავლო, მეთოდურ, სამეცნიერო და შემოქმედებით საქმიანობას ახორციელებს აგრეთვე ფილიალების, სასწავლო-შემოქმედებითი ცენტრების, სამეცნიერო-შემოქმედებითი გაერთიანებების, სასწავლო სტუდიების, გადასამზადებელი კურსების, საკვირაო სკოლების, შემოქმედებითი სტუდიების „მასტერ-კლასების“, მუსიკალური და ქორეოგრაფიული კოლექტივების სახით, რომლებიც უნივერსიტეტის საერთო ბალანსზე იმყოფებიან.
3. სტრუქტურული ერთეულები მუშაობენ აკადემიური, სამეცნიერო, საფინანსო-ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული, საინფორმაციო და სხვა მიმართულებით. ისინი ანგარიშვალდებული არიან რექტორისა და სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს წინაშე.
4. სტრუქტურულ ერთეულებს უფლება აქვთ რექტორსა და სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს მიმართონ რეკომენდაციებით, წინადადებებით და მიიღონ მონაწილეობა მათ განხილვაში.
5. სტრუქტურული ერთეულები ზემდგომ ორგანოებს მიმართავენ რექტორის მეშვეობით.
მუხლი 6. სასწავლო პროცესი
1. უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის ფორმები განისაზღვრება უნივერსიტეტის შინაგანაწესით, რომელსაც სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს რექტორი.
2. უნივერსიტეტის შესაბამისი შინაგანაწესით განისაზღვრება უნივერსიტეტში აბიტურიენტთა ჩარიცხვის, სტუდენტთა მომდევნო კურსზე ან სხვა ფაკულტეტზე გადაყვანის, აგრეთვე კურსზე დატოვებისა და უნივერსიტეტიდან გარიცხვის პირობები და წესები, სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები, ქცევისა და სწავლის პირობები, უფასო და ფასიანი მომსახურების სახეები, სასწავლო რეჟიმი (სასწავლო მეცადინეობათა ყოველდღიური რაოდენობა, სასწავლო გეგმითა და საუნივერსიტეტო განრიგით განსაზღვრული თანამიმდევრობა, ლექციებს შორის შესვენებათა ხანგრძლივობა და გრაფიკი, სასწავლო პროცესის შიდა კონტროლის წესი და განხორციელების ფორმები).
3. უნივერსიტეტის შინაგანაწესით არ შეიძლება შეიზღუდოს სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებები, რომლებიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი.
მუხლი 7. სწავლების ენა და ფორმები
1. უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
2. უნივერსიტეტში სწავლების ფორმებია დასწრებული და დაუსწრებელი.
3. უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს უფასო (სახელმწიფო დაკვეთა) და ფასიანი საგანმანათლებლო პროგრამით.
4. უნივერსიტეტში მეცადინეობების სახეებია: ინდივიდუალური და ჯგუფური, ლექცია, სემინარი, პრაქტიკა, საკურსო, სადიპლომო ნაშრომებსა და რეფერატებზე მუშაობა,საკონცერტო გამოსვლა, დამოუკიდებელი მუშაობა.
5. უნივერსიტეტში სახელმწიფო დაკვეთით (ან ფასიანი პროგრამით) განსაზღვრული სასწავლო ადგილების დაკავება ხდება კონკურსით, რომლის პირობებსა და გამართვის წესს ადგენს თავად უნივერსიტეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების საფუძველზე.
მუხლი 8. საგანმანთლებლო სერტიფიკატი
უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისებისა და სტუდენტის მიერ სახელმწიფო ატესტაციის გავლის შემთხვევაში უნივერსიტეტი გასცემს სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატს (დიპლომს).
მუხლი 9. სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებებისა და სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოები
1. საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე უნივერსიტეტში იქმნება სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებისა და სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოები (ამ უკანასკნელს ამტკიცებს საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭო).
2. საბჭოები თავიანთ მუშაობას წარმართავენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V
უნივერსიტეტის მართვა. უნივერსიტეტის თანამშრომლები
მუხლი 10. უნივერსიტეტის მართვა
უნივერსიტეტის მართვას ახორციელებენ:
ა) რექტორი;
ბ) სამეცნიერო საბჭო;
გ) რექტორატი;
დ) დეკანატები.
მუხლი 11. რექტორი
1. უნივერსიტეტის რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომლის არჩევა და დამტკიცება ხდება „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად:
ა) უნივერსიტეტის რექტორს ფარული კენჭისყრით ირჩევს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო და საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს განათლების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) რექტორი აირჩევა უნივერსიტეტის სრული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით – ექვსი წლით;
გ) რექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 60 დღისა და არა უგვიანეს 45 დღისა სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო ვალდებულია მოაწყოს რექტორის არჩევნები, უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი უნდა იყოს მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უმაღლეს სასწავლებელში ან სამეცნიერო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟით. მისი ასაკი კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების შეტანისას არ უნდა აღემატებოდეს 65 წელს;
დ) გადაწყვეტილება რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოაქვს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს.საბჭოს ამავე სხდომაზე ღია კენჭისყრით აირჩევა საორგანიზაციო კომისია, რომელიც შემდგომში წარმართავს რექტორის არჩევნების პროცესს. რექტორი განაგრძობს თავისი მოვალეობის შესრულებას სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს მიერ რექტორის არჩევამდე;
ე) არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები თანდართული საბუთებით საორგანიზაციო კომისიის მიერ მიიღება ერთი თვის განმავლობაში კონკურსის გამოცხადებიდან;
ვ) საორგანიზაციო კომისია საბუთების მიღების შეწყვეტის დღიდან ერთ კვირაში განიხილავს შემოსულ განცხადებებს და გამოაქვს მოტივირებული გადაწყვეტილება კანდიდატის არჩევნებში დაშვება-არდაშვების შესახებ (საორგანიზაციო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით). არჩევნებში მონაწილეობისათვის დაშვებულ კანდიდათა სია შეიტანება ფარული კენჭისყრის ბიულეტენში განაცხადის შემოტანის დროის მიხედვით;
ზ) სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს მიერ რექტორის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით, საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა 2/3-ის მონაწილეობით. რექტორი არჩეულად ითვლება, თუ მისმა კანდიდატურამ მოიპოვა ხმათა უმრავლესობა, ანუ საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი (50+1%);
თ) იმ შემთხვევაში, თუ კენჭს იყრიდა ორზე მეტი კანდიდატი, და არც ერთი მათგანი არ იქნა არჩეული, ინიშნება ხელახალი არჩევნები (ცხადდება კონკურსი).
ი) ხმის დამთვლელ კომისიას სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო ირჩევს ღია კენჭისყრით. ხმის დამთვლელი კომისიის მუშაობის პროცედურას ადგენს საორგანიზაციო კომისია. არჩევნების შედეგებს ამტკიცებს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო ღია კენჭისყრით, ხმების უბრალო უმრავლესობით;
კ) ფარული კენჭისყრა იმართება ბიულეტენების მეშვეობით. ბიულეტენში უნდა იქნეს შეტანილი კონკურსში დაშვებული ყველა კანდიდატის გვარი. საბჭოს წევრი ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. ყველა სხვა შემთხვევაში ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება.
2. რექტორი ვალდებულია განუხრელად დაიცვას უნივერსიტეტის დებულება და შინაგანაწესი.
3. რექტორი მოქმედებს დამოუკიდებლად, მასვე ეკისრება უნივერსიტეტის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.
4. რექტორი უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;
ბ) შეიმუშაოს სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება;
გ) განიხილოს და დაამტკიცოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები;
დ) სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოსთან ან რექტორატთან შეთანმხებით, არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობისას უნივერსიტეტის ინტერესებისათვის პრიორიტეტის გათვალისწინებით გამოიყენოს შექმნილი ფონდი;
ე) დადგენილი წესების დაცვით გახსნას და დახუროს ბანკში უნივერსიტეტის ანგარიში;
ვ) ხელმოწერითა და ბეჭდით დაადასტუროს უნივერსიტეტის დოკუმენტაცია;
ზ) შეადგინოს და დაამტკიცოს მიმღები საგამოცდო კომისიის საგნობრივი კომისიებისა და ტექნიკური სამდივნოს შემადგენლობა;
თ) უნივერსიტეტის სახელით დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხოეთის დაწესებულებებთან.
5. რექტორი სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე უფლებამოსილია:
ა) დადგენილი წესით შექმნას და გააუქმოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები;
ბ) საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს განათლების სამინისტროს წარუდგინოს დასამტკიცებლად იმ პროფესიათა ნუსხა, რომელიც ექვემდებარება შემოღებას თუ გაუქმებას;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვროს და დაამტკიცოს სტუდენტთა (მათ შორის უცხოელ სტუდენტთა) მიღებისა და ჩარიცხვის ფორმები და წესი.
6. რექტორი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს წინაშე სასწავლო, სამეცნიერო, საფინანსო-ეკონომიკურ და სოციალურ-კულტურული საქმიანობისათვის.
7. რექტორის არყოფნის შემთხვევაში მას ცვლის პრორექტორი სასწავლო დარგში ან სხვა პრორექტორი, რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
8. რექტორის უფლებამოსილება ვადამდე შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით (განკარგულებით).
მუხლი 12. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო
1. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო უნივერსიტეტის მართვის არჩევითი ორგანოა, რომლის შექმნა, საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
2. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოში შედიან: რექტორი, პრორექტორები, ფაკულტეტების კოორდინატორები (დეკანები), კათედრათა გამგეები, უნივერსიტეტის სწავლული მდივანი, სამეცნიერო სტრუქტურათა ხელმძღვანელები, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გამგე, უნივერსიტეტში მოღვაწე თვალსაჩინო მეცნიერები და შემოქმედნი, ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი რექტორატის რეკომენდაციით.
3. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება რექტორის ბრძანებით.
4. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება რექტორის ბრძანებით.
5. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს კომპეტენციაში შედის:
ა) მოამზადოს და წარუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს განათლების სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს სასწავლო პროგრამების პროექტები. მიაწოდოს წინადადებები სახელმძღვანელოების, სასწავლო-დამხმარე და სხვა სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის მომზადებისა და გამოცემის ორგანიზების შესახებ;
ბ) განსაზღვროს და დაამტკიცოს სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის მიმართულებები;
გ) დაამტკიცოს ფაკულტეტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში;
დ) აირჩიოს კათედრათა გამგეები, კათედრის პროფესორები და დოცენტები;
ე) დაამტკიცოს უნივერსიტეტის პრორექტორები, სამეცნიერო სტრუქტურების ხელმძღვანელები რექტორის წარდგენით;
ვ) ასპირანტურაში წარადგინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კანდიდატურები;
ზ) მიანიჭოს სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიები;
თ) განიხილოს უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტიული გეგმები, განსაზღვროს ბიუჯეტი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის, მოისმინოს საფინანსო და სამეცნიერო-ადმინისტრაციული საქმიანობის ანგარიშები;
ი) განიხილოს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს მუშაობის ყოველწლიური ანგარიშები;
კ) მოისმინოს და დაამტკიცოს ფაკულტეტების დეკანების, კათედრათა გამგეების, სასწავლო-შემოქმედებითი სახელოსნოების, სამეცნიერო სტრუქტურების ხელმძღვანელთა ანგარიშები;
ლ) დანიშნოს რექტორის არჩევნები;
მ) აირჩიოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად ქართული კულტურის მკვლევარი – თვალსაჩინო უცხოელი მეცნიერი.
6. სასწავლო-სამეცნიერო და სხვა საკითხებზე საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, ხმების უბრალო უმრავლესობით, ხოლო თანამდებობებზე არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით, უნივერსიტეტის დებულების მიხედვით.
7. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს სხდომის მსვლელობა ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სწავლული მდივანი.
8. საბჭოს მუშაობა ტარდება თვეში ერთხელ, წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით. საბჭოს სამუშაო გეგმას ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი საბჭოს სხდომაზე განხილვის შემდეგ.
9. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე აკონტროლებს საბჭოს სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას, შედეგების შესახებ ინფორმაციას აწვდის სამეცნიერო საბჭოს.
მუხლი 13. უნივერსიტეტის რექტორატი, ფაკულტეტის დეკანატი, კათედრა
1. რექტორატი არის უნივერსიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომლის შემადგენლობას ადგენს და ამტკიცებს რექტორი.
2. უნივერსიტეტის რექტორატის წევრები არიან: რექტორი, პრორექტორები, ფაკულტეტების დეკანები (ფაკულტეტების კოორდინატორები) (პრორექტორობა და დეკანობა ძირთიადი სამუშაო ადგილია, ხოლო კათედრაზე მუშაობა ითვლება შეთავსებად), აგრეთვე უნივერსიტეტის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები რექტორის გადაწყვეტილებით.
3. რექტორატი უზრუნველყოფს აკადემიური პროცესის წარმართვას არსებული წესით დამტკიცებული სასწავლო გეგმისა და პროგრამის შესაბამისად.
4. უნივერსიტეტის რექტორატი სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს უნივერსიტეტის არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების ხარჯთა ნუსხის პროექტს.
5. უნივერსიტეტის რექტორატს უფლება აქვს, სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრული წესითა და პირობებით, არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს სახელმწიფო სტიპენდიებისა და ხელფასების დანამატები, უნივერსიტეტის სტიპენდიები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება.
6. რექტორატის წევრებისათვის ხელფასის დანამატის დანიშვნის, პრემიის, ჯილდოსა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა ფინანსური დახმარების გაცემის საკითხს წყვეტს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო, ქვეყანაში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით და კანონქვემდებარე სხვა იურიდიული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით.
7. რექტორატი იკრიბება თვეში ორჯერ, საჭიროების შემთხვევაში – მეტჯერაც.
8. ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო ქვეგანაყოფი, სადაც ხორციელდება სტუდენტების, ასპირანტებისა და ასისტენტ-სტაჟიორების მომზადება, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება; ფაკულტეტში შემავალი კათედრების სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და სამეცნიერო-მეთოდური მუშაობის კოორდინირება.
9. ფაკულტეტს ხელმძღვანელობს დეკანი (ფაკულტეტის კოორდინატორი), რომლის კონკრეტული უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება რექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
10. დეკანის არჩევა ხდება სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს მიერ კონკურსის შედეგად, ხუთი წლის ვადით.
11. დეკანად (კოორდინატორად) შეიძლება არჩეულ იქნეს პიროვნება, რომლის ასაკი არ აღემატება 65 წელს, აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, აგრეთვე პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი.
12. დეკანის მოადგილეს ნიშნავს რექტორი.
13. კათედრა უნივერსიტეტის ძირითადი ქვეგანყოფილებაა, სადაც ხორციელდება სასწავლო, მეთოდური, სამეცნიერო-კვლევითი, საშემსრულებლო, შემოქმედებითი მუშაობა ერთ ან რამდენიმე მომიჯნავე დისციპლინაში, აქვე ხდება კათედრის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება, სამეცნიერო და პედაგოგიური კადრების მომზადება.
14. კათედრის პროფესიული რეკომენდაციები საფუძვლად ედება რექტორის საკადრო პოლიტიკას.
15. კათედრას სათავეში უდგას კათედრის გამგე, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა კათედრის მუშაობისათვის.
16. კათედრის გამგისა და კათედრის შემადგენლობაში შემავალი პედაგოგების, ასევე კონცერტმაისტერების სამუშაოზე მიღება-გათავისუფლება ხდება საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს მიერ დადგენილი წესისა და მუშაკთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 14. სამეურვეო საბჭო
1. უნივერსიტეტში შემოსავლების მოზიდვისა და რაციონალური განკარგვის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, თუ იგი დაინტერესებულია უნივერსიტეტის სრულფასოვანი და ეფექტიანი ფუნქციონირებით და სურვილს გამოთქვამს აღმოუჩინოს მას მორალური, ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა სახის დახმარება, გაუზიაროს გამოცდილება, მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის სამეურნეო საქმიანობაში შეიძლება იყოს სამეურვეო საბჭოს წევრი.
2. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას უნივერსიტეტის რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო.
3. სამეურვეო საბჭოს სხდომა იმართება წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში – მეტჯერაც. მისი მუშაობის რეგლამენტი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.
მუხლი 15. უნივერსიტეტის მუშაკთა და სტუდენტთა უფლება-მოვალეობანი
1. უნივერსიტეტის მუშაკთა მოვალეობა, შესასრულებელი სამუშაო, ხელფასი და სამსახურის ვადა განისაზღვრება შესაბამისი შინაგანაწესით, უნივერსიტეტსა და მუშაკს შორის დადებული ხელშეკრულებით, ქვეყანაში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით და კანონქვემდებარე სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით.
2. უნივერსიტეტის მუშაკს უფლება აქვს დებულებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში მონაწილეობდეს უნივერსიტეტის მართვაში.
3. უნივერსიტეტის პედაგოგი ვალდებულია:
ა) შეასრულოს უნივერსიტეტის დებულებით და მასთან დადებული ხელშეკრულებით დაწესებული პირობები;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში აიმაღლოს კვალიფიკაცია;
გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები.
4. უნივერსიტეტის პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება: კათედრის გამგე, პროფესორი, დოცენტი, უფროსი მასწავლებელი, მასწავლებელი, ასისტენტი.
5. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი თანაბრად სარგებლობს მათთვის კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით.
თავი VI
უნივერსიტეტის ქონება, ფინანსური სახსრები, საბუღალტრო აღრიცხვა -ანგარიშგება
მუხლი 16. უნივერსიტეტის ქონება
1. უნივერსიტეტს დასახული მიზნისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოსაგან უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით უნივერსიტეტის არსებობის განმავლობაში (უვადოდ) გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად. უნივერსიტეტისათვის გადაცემული ქონების მფლობელობისა და სარგებლობის სხვა რეჟიმი დგინდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბა მ ისად დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულებით.
2. უნივერსიტეტის ქონებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. უნივერსიტეტს უფლება აქვს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით იჯარით გასცეს როგორც საკუთარი, ისე მისთვის მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონება, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ ნორმატივებს და მიღებული შემოსავლები გამოიყენოს უნივერსიტეტის მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად;
ბ) გამოიყენოს ქონება კანონით დაშვებული სხვა ფორმით.
მუხლი 17. ფინანსური სახსრები
1. უნივერსიტეტის ფინანსური სახსრებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამული დაფინანსებით გამოყოფილი ასიგნებანი;
ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;
დ) საჩუქრად, გრანტებით და შეწირულობის სახით ან ანდერძით გადაცემული ფინანსური სახსრები;
ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
ვ) ხელშეკრულების საფუძველზე კონცერტების გამართვით, სტუდენტთა მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით მიღებული შემოსავალი;
ზ) სხვა ქვეყნების სტუდენტების, მაგისტრების, ასპირანტებისა და სტაჟიორების მომზადებითა და საზღვარგარეთის ფირმებთან შექმნილი ერთობლივი საწარმოებიდან ამოღებული თანხები;
თ) მოსახლეობისათვის ფასიანი სამსახურის გაწევის, სოციალური და შემოქმედებითი შეკვეთების, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან სახელშეკრულებო სამუშაოების, სამეურნეო ანგარიშიანი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი;
ი) საქართველოსა და უცხოეთის იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ გადმოცემული ქონება და შემოწირულობანი;
კ) საკუთარი დამხმარე მეურნეობის ეფექტიანი გამოყენებით მიღებული შემოსავალი;
ლ) საგამომცემლო საქმიანობის სახელმძღვანელოების, სამეცნიერო ნაშრომების გამოცემისა და სხვა პროდუქციის ბეჭდვის შედეგად მიღებული თანხები;
მ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ფინანსური სახსრებიდან უნივერსიტეტის განკარგულებაში დატოვებული თანხები მთლიანად ხმარდება ამ დებულებით განსაზღვრული უნივერსიტეტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 18. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის სამინისტროს.
მუხლი 19. სახელმწიფო კონტროლი
1. უნივერსიტეტის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.
2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული კოპეტენციის ფარგლეში არის საქართველოს კულტურის სამინისტრო.
4. უნივერსიტეტი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია გაასაჩივროს მაკონტროლებელი ორგანოს უკანონო მოქმედება.
თავი VII
დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
მუხლი 20. უნივერსიტეტის დებულებაში შესატან ცვლილებათა წესი
უნივერსიტეტის დებულებაში შესატან ცვლილებათა პროექტს შეიმუშავებს უნივერსიტეტის სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო. პროექტს, დადგენილი წესით, დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
მუხლი 21. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
1. უნივერსიტეტი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
2. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება უბრუნდება სახელმწიფოს.
თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტად და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №344
2002 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტად და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
მიღებულ იქნეს საქართველოს განათლების სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს წინადადება თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტად და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ. აქედან გამომდინარე:
1. თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოყალიბდეს თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტად.
2. „განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
3. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის თანდართული დებულება.
4. ბრძანებულების მე-2 პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს კულტურის სამინისტრომ (ს.გოგიბერიძე).
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის“ დებულება
თავი I
სტატუსი, ავტონომიურობა
მუხლი 1. უნივერსიტეტის სტატუსი
1. თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) არის ავტონომიური სტატუსის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. უნივერსიტეტს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს სპეციალური უფლებამოსილება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი საქმიანობა.
3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი“, შემოკლებით „სსიპ-თკხსუ“. უნივერსიტეტის სრული და შემოკლებული სახელწოდება გამოიყენება თანაბარი მნიშვნელობით.
4. უნივერსიტეტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, შტამპი, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. ბეჭედზე ასახულია უნივერსიტეტის სრული სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
5. უნივერსიტეტი თავისი სპეციალური უფლებებისა და უნარის ფარგლებში დებს გარიგებებს. გარიგება, რომელიც სცილდება უნივერსიტეტის სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებს, ბათილია.
6. უნივერსიტეტი ვალდებულია აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია.
7. უნივერსიტეტს უფლება აქვს საკუთარი სახელით სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
8. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: 380002, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი № 40.
9. უნივერსიტეტის სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
მუხლი 2. უნივერსიტეტის უფლებები. მისი საქმიანობის მიზნები და ამოცანები
1. უნივერსიტეტის საქმიანობა წარიმართება საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყანაში შესაბამისი კანონმდებლობის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე.
2. უნივერსიტეტი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
ა) აყალიბებს უნივერსიტეტის სტრუქტურასა და მართვის ეფექტიან მექანიზმებს;
ბ) ირჩევს და კვალიფიციური კადრებით აკომპლექტებს უნივერსიტეტის მართვის ორგანოებს;
გ) ამზადებს კულტურის გამოყენებისა და მართვისათვის აუცილებელ ფართო პროფილის სპეციალისტებს, კულტურული პროცესების უწყვეტობისათვის საჭირო პროფესიონალებს ეთნომუსიკის, ეთნოქორეოგრაფიის, ეროვნული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებისათვის;
დ) განსაზღვრავს სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის ძირითად სტრატეგიებს, საქართველოს განათლების სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული საგანმანათლებლო სტანდარტებისა და პროგრამების ფარგლებში შეიმუშავებს და ამტკიცებს სასწავლო გეგმებს;
ე) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების, სახელმწიფო დაკვეთისა და შრომის ბაზრის კონიუნქტურის გათვალისწინებით საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით შესაბამის ორგანოებს წარუდგენს დასამტკიცებლად იმ პროფესიათა და სპეციალობათა ნუსხას, რომელთა მიღება დასტურდება სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით;
ვ) აწარმოებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; ქვეყანაში დადგენილი წესების დაცვით ანიჭებს სამეცნიერო წოდებებსა და ხარისხებს; კულტურის სამინისტროსა და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, აწესებს და აუქმებს სწავლების ფორმებს;
ზ) მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ფარგლებში ახორციელებს საკადრო, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, ხოლო მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობით ცვლის საშტატო განრიგს დამტკიცებული ფონდის ფარგლებში. იღებს სხვა გადაწყვეტილებებს, თუ ისინი არ სცილდებიან ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
თ) დებს ორმხრივ ხელშეკრულებებს საქართველოსა და საზღვარგარეთის სასწავლო, სამეცნიერო და შემოქმედებით ორგანიზაციებთან: ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ამყარებს კავშირებს იურიდიულ და კერძო პირებთან (მათ შორის უცხოეთში). არსებული კანონმდებლობის ფარგლებში ხელს უწყობს სამეწარმეო საქმიანობის (კომერციული კონცერტები, გამოფენა-გაყიდვები, საგამომცემლო საქმე და ა.შ.) განვითარებას, ისე, რომ არ მოხდეს ინტერესების, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის დანიშნულების ჩანაცვლება სამეურნეო საქმიანობით, როგორც არსებითი პრიორიტეტი;
ი) უნივერსიტეტი, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, განკარგავს ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, წყვეტს მის გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა საკითხებს.
3. უნივერსიტეტს უფლება აქვს:
ა) თავისი საქმიანობა წარმართოს განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთისა და ერთიანი სახელმწიფო ფინანსური ნორმატივების შესაბამისად, რისთვისაც სახელმწიფოსაგან იღებს სათანადო საბიუჯეტო დაფინანსებას;
ბ) საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით შექმნას და დახუროს საუნივერსიტეტო სტრუქტურები და ფილიალები;
გ) განსაზღვროს საქმიანობის (სასწავლო-შემოქმედებითი, სამეცნიერო-კვლევითი) პრიორიტეტები;
დ) შეიმუშაოს სტუდენტთა მისაღები კონტინგენტის რაოდენობის პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის ორგანოებს;
ე) განიხილოს ასპირანტურასა და ასისტენტურაში მიღების გეგმის პროექტები და დადგენილი წესით შეთანხმებული წარადგინოს დასამტკიცებლად;
ვ) მიანიჭოს სპეციალისტს სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) დაადგინოს პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ-თანამშრომელთა სასწავლო, სამეცნიერო და საშემსრულებლო-შემოქმედებითი დატვირთვის მოცულობა, რაც აისახება კონკრეტულ შრომით ხელშეკრულებაში;
თ) აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლის, სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე;
ი) გახდეს უმაღლეს სასწავლებელთა ნებისმიერი გაერთიანების წევრი;
კ) მოაწყოს ადილობრივი, რესპუბლიკური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები, ფესტივალები, კონკურსები, დათვალიერებები, „მასტერ-კლასები“, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კურსები;
ლ) მეთოდური და პრაქტიკული დახმარება გაუწიოს რესპუბლიკის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს;
მ) შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე და არსებული წესისა და პირობის დაცვით დაადგინოს საშტატო ნუსხა, შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური წახალისების ფორმები და სისტემები, თანამდებობრივი სარგოები სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით;
ნ) დადგენილი წესის დაცვით, ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად განახორციელოს შესყიდვები საბიუჯეტო (შესაბამისი მუხლებით) ან მის განკარგულებაში არსებული სხვა სახსრებით (ან სხვა სამეურნეო ხასიათის შეკვეთები) საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. უნივერსიტეტის საქმიანობა, უფლებამოსილება ვრცელდება მის ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფსა და ფილიალზე, სადაც განლაგებულია უნივერსიტეტის მფლობელობაში ან საკუთრებაში არსებული სხვა ობიექტები.
თავი II
უნივერსიტეტის საქმიანობის საგანი
მუხლი 3. საქმიანობის საგანი
უნივერსიტეტის საქმიანობის საგანია:
ა) კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიული და ზნეობრივი თვისებებით აღჭურვილ სპეციალისტთა მომზადება;
ბ) კულტურის ისტორიისა და თეორიის დარგებში ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ჩატარება;
გ) სასწავლო პროცესის სრულყოფასა და სწავლების ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებული თეორიული და გამოყენებითი სამეცნიერო-მეთოდური კვლევების ჩატარება, უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო-პედაგოგიური და შემოქმედებით-პედაგოგიური კადრების მომზადება და გადამზადება;
დ) კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა.
თავი III
საუნივერსიტეტო ღირებულებანი
მუხლი 4. საუნივერსიტეტო ღირებულებები
უნივერსიტეტი, სტუდენტთა და ასპირანტთა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად და ზნეობრივ პიროვნებებად აღზრდისას, გარდა პროფესიული მომზადებისა, ემყარება ისეთ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს როგორიცაა: 1) ადამიანის უფლებების დაცვა; 2) პიროვნების ეთიკურობა; 3) ტოლერანტობა; 4) სამართლიანობა; 5) კრიტიციზმი; 6) ზნეობრიობა.
თავი IV
უნივერსიტეტის სტრუქტურა. სასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა
მუხლი 5. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. უნივერსიტეტის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: ფაკულტეტები, კათედრები, სამმართველოები, განყოფილებები, ბუღალტერია, სასწავლო-შემოქმედებითი სახელოსნოები, სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიები და კაბინეტ-მუზეუმები, კოლეჯი, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, ლაბორატორიები და სექტორები, რომელთა დაკომპლექტების, მუშაობის წესი და რეგლამენტი, აგრეთვე მათი უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია შესაბამისი შინაგანაწესით, რომელსაც სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.
2. უნივერსიტეტი სასწავლო, მეთოდურ, სამეცნიერო და შემოქმედებით საქმიანობას ახორციელებს აგრეთვე ფილიალების, სასწავლო-შემოქმედებითი ცენტრების, სამეცნიერო-შემოქმედებითი გაერთიანებების, სასწავლო სტუდიების, გადასამზადებელი კურსების, საკვირაო სკოლების, შემოქმედებითი სტუდიების „მასტერ-კლასების“, მუსიკალური და ქორეოგრაფიული კოლექტივების სახით, რომლებიც უნივერსიტეტის საერთო ბალანსზე იმყოფებიან.
3. სტრუქტურული ერთეულები მუშაობენ აკადემიური, სამეცნიერო, საფინანსო-ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული, საინფორმაციო და სხვა მიმართულებით. ისინი ანგარიშვალდებული არიან რექტორისა და სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს წინაშე.
4. სტრუქტურულ ერთეულებს უფლება აქვთ რექტორსა და სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს მიმართონ რეკომენდაციებით, წინადადებებით და მიიღონ მონაწილეობა მათ განხილვაში.
5. სტრუქტურული ერთეულები ზემდგომ ორგანოებს მიმართავენ რექტორის მეშვეობით.
მუხლი 6. სასწავლო პროცესი
1. უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის ფორმები განისაზღვრება უნივერსიტეტის შინაგანაწესით, რომელსაც სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს რექტორი.
2. უნივერსიტეტის შესაბამისი შინაგანაწესით განისაზღვრება უნივერსიტეტში აბიტურიენტთა ჩარიცხვის, სტუდენტთა მომდევნო კურსზე ან სხვა ფაკულტეტზე გადაყვანის, აგრეთვე კურსზე დატოვებისა და უნივერსიტეტიდან გარიცხვის პირობები და წესები, სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები, ქცევისა და სწავლის პირობები, უფასო და ფასიანი მომსახურების სახეები, სასწავლო რეჟიმი (სასწავლო მეცადინეობათა ყოველდღიური რაოდენობა, სასწავლო გეგმითა და საუნივერსიტეტო განრიგით განსაზღვრული თანამიმდევრობა, ლექციებს შორის შესვენებათა ხანგრძლივობა და გრაფიკი, სასწავლო პროცესის შიდა კონტროლის წესი და განხორციელების ფორმები).
3. უნივერსიტეტის შინაგანაწესით არ შეიძლება შეიზღუდოს სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებები, რომლებიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი.
მუხლი 7. სწავლების ენა და ფორმები
1. უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
2. უნივერსიტეტში სწავლების ფორმებია დასწრებული და დაუსწრებელი.
3. უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს უფასო (სახელმწიფო დაკვეთა) და ფასიანი საგანმანათლებლო პროგრამით.
4. უნივერსიტეტში მეცადინეობების სახეებია: ინდივიდუალური და ჯგუფური, ლექცია, სემინარი, პრაქტიკა, საკურსო, სადიპლომო ნაშრომებსა და რეფერატებზე მუშაობა,საკონცერტო გამოსვლა, დამოუკიდებელი მუშაობა.
5. უნივერსიტეტში სახელმწიფო დაკვეთით (ან ფასიანი პროგრამით) განსაზღვრული სასწავლო ადგილების დაკავება ხდება კონკურსით, რომლის პირობებსა და გამართვის წესს ადგენს თავად უნივერსიტეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების საფუძველზე.
მუხლი 8. საგანმანთლებლო სერტიფიკატი
უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისებისა და სტუდენტის მიერ სახელმწიფო ატესტაციის გავლის შემთხვევაში უნივერსიტეტი გასცემს სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატს (დიპლომს).
მუხლი 9. სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებებისა და სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოები
1. საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე უნივერსიტეტში იქმნება სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებისა და სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოები (ამ უკანასკნელს ამტკიცებს საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭო).
2. საბჭოები თავიანთ მუშაობას წარმართავენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V
უნივერსიტეტის მართვა. უნივერსიტეტის თანამშრომლები
მუხლი 10. უნივერსიტეტის მართვა
უნივერსიტეტის მართვას ახორციელებენ:
ა) რექტორი;
ბ) სამეცნიერო საბჭო;
გ) რექტორატი;
დ) დეკანატები.
მუხლი 11. რექტორი
1. უნივერსიტეტის რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომლის არჩევა და დამტკიცება ხდება „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად:
ა) უნივერსიტეტის რექტორს ფარული კენჭისყრით ირჩევს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო და საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს განათლების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) რექტორი აირჩევა უნივერსიტეტის სრული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით – ექვსი წლით;
გ) რექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 60 დღისა და არა უგვიანეს 45 დღისა სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო ვალდებულია მოაწყოს რექტორის არჩევნები, უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი უნდა იყოს მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უმაღლეს სასწავლებელში ან სამეცნიერო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟით. მისი ასაკი კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების შეტანისას არ უნდა აღემატებოდეს 65 წელს;
დ) გადაწყვეტილება რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოაქვს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს.საბჭოს ამავე სხდომაზე ღია კენჭისყრით აირჩევა საორგანიზაციო კომისია, რომელიც შემდგომში წარმართავს რექტორის არჩევნების პროცესს. რექტორი განაგრძობს თავისი მოვალეობის შესრულებას სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს მიერ რექტორის არჩევამდე;
ე) არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები თანდართული საბუთებით საორგანიზაციო კომისიის მიერ მიიღება ერთი თვის განმავლობაში კონკურსის გამოცხადებიდან;
ვ) საორგანიზაციო კომისია საბუთების მიღების შეწყვეტის დღიდან ერთ კვირაში განიხილავს შემოსულ განცხადებებს და გამოაქვს მოტივირებული გადაწყვეტილება კანდიდატის არჩევნებში დაშვება-არდაშვების შესახებ (საორგანიზაციო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით). არჩევნებში მონაწილეობისათვის დაშვებულ კანდიდათა სია შეიტანება ფარული კენჭისყრის ბიულეტენში განაცხადის შემოტანის დროის მიხედვით;
ზ) სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს მიერ რექტორის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით, საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა 2/3-ის მონაწილეობით. რექტორი არჩეულად ითვლება, თუ მისმა კანდიდატურამ მოიპოვა ხმათა უმრავლესობა, ანუ საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი (50+1%);
თ) იმ შემთხვევაში, თუ კენჭს იყრიდა ორზე მეტი კანდიდატი, და არც ერთი მათგანი არ იქნა არჩეული, ინიშნება ხელახალი არჩევნები (ცხადდება კონკურსი).
ი) ხმის დამთვლელ კომისიას სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო ირჩევს ღია კენჭისყრით. ხმის დამთვლელი კომისიის მუშაობის პროცედურას ადგენს საორგანიზაციო კომისია. არჩევნების შედეგებს ამტკიცებს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო ღია კენჭისყრით, ხმების უბრალო უმრავლესობით;
კ) ფარული კენჭისყრა იმართება ბიულეტენების მეშვეობით. ბიულეტენში უნდა იქნეს შეტანილი კონკურსში დაშვებული ყველა კანდიდატის გვარი. საბჭოს წევრი ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. ყველა სხვა შემთხვევაში ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება.
2. რექტორი ვალდებულია განუხრელად დაიცვას უნივერსიტეტის დებულება და შინაგანაწესი.
3. რექტორი მოქმედებს დამოუკიდებლად, მასვე ეკისრება უნივერსიტეტის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.
4. რექტორი უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;
ბ) შეიმუშაოს სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება;
გ) განიხილოს და დაამტკიცოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები;
დ) სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოსთან ან რექტორატთან შეთანმხებით, არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობისას უნივერსიტეტის ინტერესებისათვის პრიორიტეტის გათვალისწინებით გამოიყენოს შექმნილი ფონდი;
ე) დადგენილი წესების დაცვით გახსნას და დახუროს ბანკში უნივერსიტეტის ანგარიში;
ვ) ხელმოწერითა და ბეჭდით დაადასტუროს უნივერსიტეტის დოკუმენტაცია;
ზ) შეადგინოს და დაამტკიცოს მიმღები საგამოცდო კომისიის საგნობრივი კომისიებისა და ტექნიკური სამდივნოს შემადგენლობა;
თ) უნივერსიტეტის სახელით დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხოეთის დაწესებულებებთან.
5. რექტორი სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე უფლებამოსილია:
ა) დადგენილი წესით შექმნას და გააუქმოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები;
ბ) საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს განათლების სამინისტროს წარუდგინოს დასამტკიცებლად იმ პროფესიათა ნუსხა, რომელიც ექვემდებარება შემოღებას თუ გაუქმებას;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვროს და დაამტკიცოს სტუდენტთა (მათ შორის უცხოელ სტუდენტთა) მიღებისა და ჩარიცხვის ფორმები და წესი.
6. რექტორი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს წინაშე სასწავლო, სამეცნიერო, საფინანსო-ეკონომიკურ და სოციალურ-კულტურული საქმიანობისათვის.
7. რექტორის არყოფნის შემთხვევაში მას ცვლის პრორექტორი სასწავლო დარგში ან სხვა პრორექტორი, რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
8. რექტორის უფლებამოსილება ვადამდე შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით (განკარგულებით).
მუხლი 12. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო
1. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო უნივერსიტეტის მართვის არჩევითი ორგანოა, რომლის შექმნა, საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
2. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოში შედიან: რექტორი, პრორექტორები, ფაკულტეტების კოორდინატორები (დეკანები), კათედრათა გამგეები, უნივერსიტეტის სწავლული მდივანი, სამეცნიერო სტრუქტურათა ხელმძღვანელები, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გამგე, უნივერსიტეტში მოღვაწე თვალსაჩინო მეცნიერები და შემოქმედნი, ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი რექტორატის რეკომენდაციით.
3. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება რექტორის ბრძანებით.
4. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება რექტორის ბრძანებით.
5. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს კომპეტენციაში შედის:
ა) მოამზადოს და წარუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს განათლების სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს სასწავლო პროგრამების პროექტები. მიაწოდოს წინადადებები სახელმძღვანელოების, სასწავლო-დამხმარე და სხვა სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის მომზადებისა და გამოცემის ორგანიზების შესახებ;
ბ) განსაზღვროს და დაამტკიცოს სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის მიმართულებები;
გ) დაამტკიცოს ფაკულტეტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში;
დ) აირჩიოს კათედრათა გამგეები, კათედრის პროფესორები და დოცენტები;
ე) დაამტკიცოს უნივერსიტეტის პრორექტორები, სამეცნიერო სტრუქტურების ხელმძღვანელები რექტორის წარდგენით;
ვ) ასპირანტურაში წარადგინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კანდიდატურები;
ზ) მიანიჭოს სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიები;
თ) განიხილოს უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტიული გეგმები, განსაზღვროს ბიუჯეტი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის, მოისმინოს საფინანსო და სამეცნიერო-ადმინისტრაციული საქმიანობის ანგარიშები;
ი) განიხილოს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს მუშაობის ყოველწლიური ანგარიშები;
კ) მოისმინოს და დაამტკიცოს ფაკულტეტების დეკანების, კათედრათა გამგეების, სასწავლო-შემოქმედებითი სახელოსნოების, სამეცნიერო სტრუქტურების ხელმძღვანელთა ანგარიშები;
ლ) დანიშნოს რექტორის არჩევნები;
მ) აირჩიოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად ქართული კულტურის მკვლევარი – თვალსაჩინო უცხოელი მეცნიერი.
6. სასწავლო-სამეცნიერო და სხვა საკითხებზე საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, ხმების უბრალო უმრავლესობით, ხოლო თანამდებობებზე არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით, უნივერსიტეტის დებულების მიხედვით.
7. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს სხდომის მსვლელობა ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სწავლული მდივანი.
8. საბჭოს მუშაობა ტარდება თვეში ერთხელ, წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით. საბჭოს სამუშაო გეგმას ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი საბჭოს სხდომაზე განხილვის შემდეგ.
9. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე აკონტროლებს საბჭოს სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას, შედეგების შესახებ ინფორმაციას აწვდის სამეცნიერო საბჭოს.
მუხლი 13. უნივერსიტეტის რექტორატი, ფაკულტეტის დეკანატი, კათედრა
1. რექტორატი არის უნივერსიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომლის შემადგენლობას ადგენს და ამტკიცებს რექტორი.
2. უნივერსიტეტის რექტორატის წევრები არიან: რექტორი, პრორექტორები, ფაკულტეტების დეკანები (ფაკულტეტების კოორდინატორები) (პრორექტორობა და დეკანობა ძირთიადი სამუშაო ადგილია, ხოლო კათედრაზე მუშაობა ითვლება შეთავსებად), აგრეთვე უნივერსიტეტის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები რექტორის გადაწყვეტილებით.
3. რექტორატი უზრუნველყოფს აკადემიური პროცესის წარმართვას არსებული წესით დამტკიცებული სასწავლო გეგმისა და პროგრამის შესაბამისად.
4. უნივერსიტეტის რექტორატი სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს უნივერსიტეტის არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების ხარჯთა ნუსხის პროექტს.
5. უნივერსიტეტის რექტორატს უფლება აქვს, სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრული წესითა და პირობებით, არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს სახელმწიფო სტიპენდიებისა და ხელფასების დანამატები, უნივერსიტეტის სტიპენდიები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება.
6. რექტორატის წევრებისათვის ხელფასის დანამატის დანიშვნის, პრემიის, ჯილდოსა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა ფინანსური დახმარების გაცემის საკითხს წყვეტს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო, ქვეყანაში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით და კანონქვემდებარე სხვა იურიდიული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით.
7. რექტორატი იკრიბება თვეში ორჯერ, საჭიროების შემთხვევაში – მეტჯერაც.
8. ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო ქვეგანაყოფი, სადაც ხორციელდება სტუდენტების, ასპირანტებისა და ასისტენტ-სტაჟიორების მომზადება, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება; ფაკულტეტში შემავალი კათედრების სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და სამეცნიერო-მეთოდური მუშაობის კოორდინირება.
9. ფაკულტეტს ხელმძღვანელობს დეკანი (ფაკულტეტის კოორდინატორი), რომლის კონკრეტული უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება რექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
10. დეკანის არჩევა ხდება სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს მიერ კონკურსის შედეგად, ხუთი წლის ვადით.
11. დეკანად (კოორდინატორად) შეიძლება არჩეულ იქნეს პიროვნება, რომლის ასაკი არ აღემატება 65 წელს, აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, აგრეთვე პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი.
12. დეკანის მოადგილეს ნიშნავს რექტორი.
13. კათედრა უნივერსიტეტის ძირითადი ქვეგანყოფილებაა, სადაც ხორციელდება სასწავლო, მეთოდური, სამეცნიერო-კვლევითი, საშემსრულებლო, შემოქმედებითი მუშაობა ერთ ან რამდენიმე მომიჯნავე დისციპლინაში, აქვე ხდება კათედრის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება, სამეცნიერო და პედაგოგიური კადრების მომზადება.
14. კათედრის პროფესიული რეკომენდაციები საფუძვლად ედება რექტორის საკადრო პოლიტიკას.
15. კათედრას სათავეში უდგას კათედრის გამგე, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა კათედრის მუშაობისათვის.
16. კათედრის გამგისა და კათედრის შემადგენლობაში შემავალი პედაგოგების, ასევე კონცერტმაისტერების სამუშაოზე მიღება-გათავისუფლება ხდება საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს მიერ დადგენილი წესისა და მუშაკთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 14. სამეურვეო საბჭო
1. უნივერსიტეტში შემოსავლების მოზიდვისა და რაციონალური განკარგვის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, თუ იგი დაინტერესებულია უნივერსიტეტის სრულფასოვანი და ეფექტიანი ფუნქციონირებით და სურვილს გამოთქვამს აღმოუჩინოს მას მორალური, ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა სახის დახმარება, გაუზიაროს გამოცდილება, მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის სამეურნეო საქმიანობაში შეიძლება იყოს სამეურვეო საბჭოს წევრი.
2. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას უნივერსიტეტის რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო.
3. სამეურვეო საბჭოს სხდომა იმართება წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში – მეტჯერაც. მისი მუშაობის რეგლამენტი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.
მუხლი 15. უნივერსიტეტის მუშაკთა და სტუდენტთა უფლება-მოვალეობანი
1. უნივერსიტეტის მუშაკთა მოვალეობა, შესასრულებელი სამუშაო, ხელფასი და სამსახურის ვადა განისაზღვრება შესაბამისი შინაგანაწესით, უნივერსიტეტსა და მუშაკს შორის დადებული ხელშეკრულებით, ქვეყანაში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით და კანონქვემდებარე სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით.
2. უნივერსიტეტის მუშაკს უფლება აქვს დებულებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში მონაწილეობდეს უნივერსიტეტის მართვაში.
3. უნივერსიტეტის პედაგოგი ვალდებულია:
ა) შეასრულოს უნივერსიტეტის დებულებით და მასთან დადებული ხელშეკრულებით დაწესებული პირობები;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში აიმაღლოს კვალიფიკაცია;
გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები.
4. უნივერსიტეტის პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება: კათედრის გამგე, პროფესორი, დოცენტი, უფროსი მასწავლებელი, მასწავლებელი, ასისტენტი.
5. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი თანაბრად სარგებლობს მათთვის კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით.
თავი VI
უნივერსიტეტის ქონება, ფინანსური სახსრები, საბუღალტრო აღრიცხვა -ანგარიშგება
მუხლი 16. უნივერსიტეტის ქონება
1. უნივერსიტეტს დასახული მიზნისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოსაგან უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით უნივერსიტეტის არსებობის განმავლობაში (უვადოდ) გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად. უნივერსიტეტისათვის გადაცემული ქონების მფლობელობისა და სარგებლობის სხვა რეჟიმი დგინდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულებით.