პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №52
2004 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა განსახორციელებლად საქართველოს მთავრობა ადგენს:
1. საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივად დაფარვის მიზნით 2004 წლის ივლისიდან არამომუშავე 14 ლარის მიმღებ პენსიონერებს, რომელთაც მისაღები აქვთ ერთ თვეზე მეტი საპენსიო დავალიანება, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 19 აპრილის №26 დადგენილებით გათვალისწინებული დანამატის გარდა დაუწესდეთ დანამატი 2 ლარის ოდენობით.
2. ცხინვალის, ჯავის, ყორნისისა და ახალგორის რაიონებში გამოიყოს 40 ათასი ლარი პენსიონერთა მიმართ წინა პერიოდში დაგროვებული საპენსიო დავალიანებების დასაფარავად.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა (ზ. სოფრომაძე) განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები ამ დადგენილების შესასრულებლად.
4. დადგენილება ამოქმედდეს 2004 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.01.2005.
- როდის იქნა მიღებული „პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“?
- „პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 25.06.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №52. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).00.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.01.2005-დან.
- სად არის „პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.01.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“, №52, 25.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1296992/