„პენსიონერთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.01.2005 ძალადაკარგული 18.06.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.10.003.000.146
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 28/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №12

2005 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

პენსიონერთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პენსიონერთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა განსახორციელებლად:

1. 2005 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მინიმალური სახელმწიფო პენსიის 28 ლარით განსაზღვრის გათვალისწინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) და სსიპ ,,საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა” (ზ. სოფრომაძე) განახორციელონ სათანადო ღონისძიებები.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 19 აპრილის №26 დადგენილება ,,პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №52 დადგენილება ,,პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ”.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ჟვანია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პენსიონერთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ”?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.06.2012.
როდის იქნა მიღებული „პენსიონერთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ”?
„პენსიონერთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” მიღებულია 25.01.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 280.120.000.10.003.000.146.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „პენსიონერთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ”-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.06.2012-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „პენსიონერთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ”-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „პენსიონერთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.06.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „პენსიონერთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ”, №12, 25.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.146 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11206/