2002 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№556
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 2, 06/01/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №556

2002 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

2002 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ

დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თანდართული გადაწყვეტილება 2002 წლის სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ.

ე. შევარდნაძე

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის გადაწყვეტილება

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტმა 2002 წლის 23 დეკემბერს თავის შემაჯამებელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით 2002 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიები მიანიჭა ლაურეატობის შემდეგ კანდიდატებს:

ლიტერატურის დარგში:

მწერალ ზაურ კალანდიას – რომანისათვის „ძეგლი ყველასათვის“;

დრამატურგ რეზო კლდიაშვილს – პიესების კრებულისათვის „იადონას თეატრი“;

პოეტ მურმან ლებანიძეს – თხზულებათა ოთხტომეულის მეოთხე წიგნისათვის (გარდაცვალების შემდეგ);

მწერალ რეზო ჭეიშვილს – მოთხრობების ციკლისათვის „წიფობისთვე“.

სახვითი ხელოვნების დარგში

 მხატვარ ჯიბსონ ხუნდაძეს – 2002 წელს შექმნილი ტილოსათვის „განკითხვის დღე“ (მთელი შემოქმედების გათვალისწინებით).

თეატრის დარგში

მსახიობსა და რეჟისორს გოგი ქავთარაძეს – რუსთავის თეატრში აგაბოს როლის განსახიერებისა და შექსპირის „ჰამლეტის“ დადგმისათვის.

პუბლიცისტიკის დარგში

ბადრი ქუთათელაძეს – წიგნისათვის „თბილისის ქანდაკება. პოეზია ქვაში“.

„ვეფხისტყაოსნის“ თარგმნისათვის

პოეტ იმირ მამედლის – „ვეფხისტყაოსნის“ აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნისათვის.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2002 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „2002 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2002.
როდის იქნა მიღებული „2002 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ“?
„2002 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ“ მიღებულია 31.12.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №556. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „2002 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „2002 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ“, №556, 31.12.2002, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1302671/