2000 წლის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№202
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 47, 31/05/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №202

2000 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

2000 წლის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის მინიჭების შესახებ

გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტთან არსე­ბული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელ­მწიფო პრემიების კომიტეტის 17 მაისის გადაწყვეტილება და 2000 წლის შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭოთ:

ლიტერატურაში – პოეტ ლია სტურუას კრებულისათვის „ასი სო­ნეტი“ და სხვ. („მერანი“, 1999)

მუსიკაში – მომღერალ ნანი ბრეგვაძეს მთელი შემოქმე­დე­ბისათვის

სახვით ხელოვნებაში – მხატვარ ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვს 1998-1999 წლებში შექმნილი მხატვრული ტილოებისათვის

თეატრალურ ხელოვნებაში – რეჟისორსა და სცენარისტს რევაზ გაბრიაძეს თბილისის მარიონეტების თეატრში განხორციელებული სპექტაკლებისათვის და მთელი შემოქმედებისათვის

კინოხელოვნებაში – რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილს ფილმისა­თვის „ქეთო და კოტე“ (მთელი შემოქმედების გათვალისწინებით).

ე. შევარდნაძე