ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №999
2012 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის 33 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზრუნველყოს ინდივიდუალურ მეწარმე „ბექა ონიაშვილზე“ (ს/ნ 08001000366) გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალურ №100067 ლიცენზიაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, შეიცვალოს ლიცენზიით (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №1-1/1179 ბრძანება) დადგენილი ფართობის ადგილმდებარეობა და განისაზღვროს ახმეტის სატყეო უბნის ქისტაურის სატყეოს კვარტალ №24‑ით, საერთო ფართობით – 284 ჰექტარი.
2. განკარგულების ძალაში შესვლიდან ლიცენზიატი – ინდივიდუალური მეწარმე „ბექა ონიაშვილი“ ვალდებულია „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებითა და ლიცენზიით გათვალისწინებული პირობებით განახორციელოს ახმეტის სატყეო უბნის ქისტაურის სატყეოს კვარტალ №24‑ში, საერთო ფართობით – 284 ჰექტარზე, ხე-ტყის დამზადების სპეციალური №100067 ლიცენზიით განსაზღვრული იდენტური სახეობისა და ოდენობის მერქნული რესურსის მოპოვება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.05.2012.
- როდის იქნა მიღებული „ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 24.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №999. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.05.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №999, 24.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2299204/