ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1148
2012 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის 33 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზრუნველყოს შპს „მერქანზე“ (ს/კ 425052202) გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალურ №1000002 ლიცენზიაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, შეიცვალოს ლიცენზიით (სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 4 ივლისის №13/231 და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №1-1/1718 ბრძანებები) დადგენილი ფართობის ადგილმდებარეობა და განისაზღვროს ბაღდათის სატყეო უბნის ხანის სატყეოს კვარტალ №45, 47, 56, 59, 61, 72, 73, 75, 76, 77, 79-ით, საერთო ფართობით – 1 656 ჰექტარი.
2. ლიცენზიატი – შპს „მერქანი“ ვალდებულია „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებითა და ლიცენზიით გათვალისწინებული პირობებით განახორციელოს ბაღდათის სატყეო უბნის ხანის სატყეოს კვარტალ №45, 47, 56, 59, 61, 72, 73, 75, 76, 77, 79‑ ში, საერთო ფართობით – 1 656 ჰექტარი, ხე-ტყის დამზადების სპეციალური №1000002 ლიცენზიით განსაზღვრული იდენტური სახეობის, დარჩენილი მოსაპოვებელი მერქნული რესურსის მოპოვება.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.06.2012.
- როდის იქნა მიღებული „ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 13.06.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1148. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.06.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №1148, 13.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2297246/