ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცებისა და ამ დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.04.2011 ძალადაკარგული 24.11.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
020080160.35.131.016054
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110418026, 29/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა№-27

2011 წლის  12 აპრილი

ქ. ქობულეთი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცებისა და ამ დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის განსაზღვრის შესახებ

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულ ომ ა:

1. განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების თანდართული წესი. (დანართი №1)

2. დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების თანდართული ნიმუშები:

ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ნიმუში (დანართი №2);

ბ) საჯარიმო ქვითრის ნიმუში (დანართი №3);

გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვე ვათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ნიმუში (დანართი №4);

დ)ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის ნიმუში (დანართი №5);

ე) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვე ვათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტის ნიმუში (დანართი №6).

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ნიმუშებისა და ამ დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23 ივლისის №69 დადგენილება.

4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთნავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                 ნ. ბერაძე

დანართი №1

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და

საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესის და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა (შემდგომში – ოქმი) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე საჯარიმო ქვითრის (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი) გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.

3. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით.

    მუხლი 2. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის დამზადება და მომარაგება

1. წინამდებარე წესით განსაზღვრული ოქმი და საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს მესამე კატეგორიის - „მარტივი ტიპის“ მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ.

2. ოქმისა და საჯარიმო ქვითრების მომარაგებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს დამოუკიდებლად. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შეკვეთას ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

3. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის დასაწყისი გვერდის ზედა ცენტრალურ ნაწილში პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – „სფს“, ზედა მარცხენა კუთხეში პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ინდივიდუალური ნომერი და პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი სერია. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ინდივიდუალური (ექსკლუზიური) ნომერი შედგება 6 ციფრისაგან, რომლის ნუმერაცია თანმიმდევრულად ხორციელდება შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმოს მიერ, ნუმერატორით მითითებული ნომრით. ოქმზე მიეთითება სერია „აო”, რომელიც აღნიშნავს ადმინისტრაციულ ოქმს, ხოლო საჯარიმო ქვითარზე მიეთითება სერია „სჯ”, რომელიც აღნიშნავს საკუთრივ საჯარიმო ქვითარს. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ბოლო გვერდის ქვედა მარცხენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) დაიტანება დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოსა და დამკვეთის – ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელწოდება ინიციალებით.

4. წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-6 მუხლების მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე ოქმი მზადდება 3 ეგზემპლარად, ხოლო იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე საჯარიმო ქვითარი მზადდება 2 ეგზემპლარად.

5. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა (რწმუნებულება) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შეიძლება მიეცეს გამგეობის ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურეს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს პასუხისმგებელ პირს აბარებს შესაბამის მოხსენებით ბარათზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული (ხელმოწერებითა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  ბეჭდით დამოწმებული) მიღება-ჩაბარების აქტით.

    მუხლი 3. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის გაცემა და დაბრუნება

1. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გაცემა გამგეობის შესაბამის სამსახურზე (შემდგომში – სამსახური) ხორციელდება მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

2. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების მიღება-ჩაბარება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  ბეჭდით დამოწმებული). ჟურნლის ფორმა განისაზღვრება თანახმად №4და №5 დანართებისა.

3. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორით ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს.

4. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურებზე გაცემას ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით (რეზოლუცია, ბრძანება, წერილობითი თანხმობა და სხვა) ახორციელებს პასუხისმგებელი პირი (შემდგომში – პასუხისმგებელი პირი), რომელსაც ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშიებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე. პასუხისმგებელ პირს გამგეობის ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურეთაგან ბრძანებით განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების დაბრუნებას, რის შესახებაც ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს.

    მუხლი 4. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების შენახვა

1. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.

2. ოქმები და საჯარიმო ქვითრები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში.

3. სათავსო, სადაც ინახება ოქმები და საჯარიმო ქვითრები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

4. ოქმები და საჯარიმო ქვითრები სამსახურებზე გადაცემამდე ინახება ამ ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, ხოლო სამსახურებზე გადაცემული ოქმები და საჯარიმო ქვითრები ინახება სამსახურის უფროსთან.

5. თუ ადმინისტრაციული ოქმის შედგენაზე (საჯარიმო ქვითრის გამოწერაზე) უფლებამოსილ პირად განსაზღვრულია გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი, მაშინ ოქმების მიღება, შენახვა და დაბრუნება ხორციელდება მის მიერ შესაბამისი სამსახურის უფროსისაგან ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების მიღება-ჩაბარება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალებში, რომლებსაც აწარმოებს შესაბამისი სამსახურის უფროსი. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით, არსებობის შემთხვევაში, დამოწმებული).

    მუხლი 5. ოქმების შევსება და წარმოება

1. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემდგენლის მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით იმავე დღესვე აბარებს სამსახურის უფროსს (თუ ოქმის შედგენას არ აწარმოებდა მოცემული სამსახურის უფროსი). გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ოქმების შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი ოქმები და საჯარიმო ქვითრები, რომელსაც თან ერთვის ჩამოწერის აქტი, უკლებლივ, ყოველი თვის ბოლოს სამსახურის უფროსის მიერ წერილობითი მოხსენებითი ბარათით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის რეზოლუციით გადაეცემა (უბრუნდება) პასუხისმგებელ პირს.

2. ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა სამართალდამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში, ხოლო მესამე ეგზემპლარი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში იგზავნება სასამართლოში ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ სხვა შესაბამის ორგანოში.

4. ოქმი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თავისი რეკვიზიტებისა და შინაარსის მიხედვით რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის  ბეჭდით დამოწმებული) წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე.

    მუხლი 6. საჯარიმო ქვითრის შევსება და წარმოება

1. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას და სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.

2. საჯარიმო ქვითრის ნიმუში (დანართი №3) იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I - საჯარიმო ქვითარი;

ბ) ნაწილი II- საჯარიმო ქვითრის ყუა.

3. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემდგენლის მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, იმავე დღესვე აბარებს სამსახურის უფროსს (თუ საჯარიმო ქვითრის შედგენას არ აწარმოებდა მოცემული სამსახურის უფროსი). გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) საჯარიმო ქვითრები უკლებრივ, ყოველი თვის ბოლოს სამსახურის უფროსის მიერ წერილობითი მოხსენებითი ბარათით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის რეზოლუციით გადაეცემა (უბრუნდება) პასუხისმგებელ პირს.

4. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში, რომელის წარმომადგენელმაც განახორციელა მათი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს.

5. სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება საქმის განმხილველი ორგანოს დადგენილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოსამსახურე, გარდა მე-10 პუნქტისა.

7. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანი პირის მიერ I ნაწილის შესაბამისად.

8. საჯარიმო ქვითარი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თავისი რეკვიზიტებისა და შინაარსის მიხედვით რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის  ბეჭდით დამოწმებული) წიგნში.

    მუხლი 7. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ოქმებისა ან საჯარიმო ქვითრის ფიზიკური დაზიანების გამო;

გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმისა და სჯარიმო ქვითრის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №6) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის უფროსი, აგრეთვე ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილი პირი, თუ მის შედგენაზე უფლებამოსილ პირად არ არის განსაზღვრული მოცემული სამსახურის უფროსი. ჩამოწერის აქტს ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირისათვის გადაცემის შემდეგ ხელს აწერს აგრეთვე ეს პასუხისმგებელი პირი, თუ იგი ადასტურებს ჩამოწერილი ფორმების სისწორეს.

3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი №2

                                                               

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

ქმი000000

სერია      აო

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

სფს-სრეგისტრაციის

–––––––––––––––––––––––

(ოქმის შედგენის ადგილი)

 

----- --------------------- 20  წ.                            ------- სთ. --------წ თ.

                             (ოქმის შედგენის დრო)

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის–––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი)

მონაცემები სამართალ დამრღვევის შესახებ:–––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(თანამდებობა, სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, განათლება, საცხ. მისამართი და ოჯახ.მდგომარეობა;

იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები)

ინფორმაცია ადმ. სამართალდარ ღვევის ჩადენის შესახებ (ადგილი, დრო, არსი)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალ დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის –––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი)

სამართალ დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები, რომლ ებ იც გათვალისწი­ნებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით.

მოწმე (თუ არის):            1.-----------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------- / ----------------------- /

2. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------ /---------------------/

                    (სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი)                         /ხელმოწერა/

დაზარალებული (თუ არის): 1. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------   / ----------------------- /

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------ /---------------------/

     (სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი)                                         /ხელმოწერა/

სამართალ დამრღვევის ახსნა-განმარტებები:––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები:––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ოქმის შემდგენ ელ ი ------------------------------------------- --   /--------------------------/

(სახელი, გვარი, ხელმოწერა)                     / თარიღი/

      

სამართალდამრღვევის შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო –––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

  (სამართ ა ლდამრღვევის ხელმოწერა)

სამართალდამრღვევი ------------------------------------------------ /--------------------------/

  (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი)

ჩავიბარე ოქმი ----------------------------------------------------------------------------------------

(ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი)

შენიშვნა: სამართალდამრღვევი პირის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმზე ხელის მოუწერლობა არ იძლევა საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველს. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.                                                              

ბ.ა.

დამამზადებელი:

დამკვეთი: ქ მგ

 

 

 

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

           საჯარიმო ქვითრის  №000000

         სერია ,,სჯ“

 

         ნაწილი I                        საჯარიმო ქვითარი

 

სფს-ს რეგისტრაციის

1. _________________________________

2. _________________________________________

          შედგენის თარიღი (რიცხვი,თვე, წელი)  შედგენის ადგილი

3._________________________________________________________________

             საჯარიმო ქვითრის შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი

4. დამრღვევის ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №________       

პირადი№_________________________________________________________

) გვარი_______________________________________________________

) სახელი ________________________________________________

)დაბადების  თარიღი _________________________________________

) სამუშაო ადგილი ____________________________________________

) მისამართი ___________________________________________

იურიდიული პირის შემთხვევაში - სრული სახელწოდება,

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა,რეგისტრაციის

რეკვიზიტები: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

5.სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი,დრო და არსი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 

მუხლი ___________________________ ნაწილი __________________

ქვეპუნქტი_____________________________________________________

 

7. მოწმის გვარი და მისამართი ___________________________

 

8. დაზარალებულის გვარი და მისამართი _______________________

 

9. საჯარიმო თანხის ოდენობა ___________________________

                                                                               სიტყვიერად ციფრებით   

. .

 

10. მიმღები მოლარე  ________________________       __________

                                                        ხელმოწერა                         თარიღი (რიცხვი,თვე,წელი)

11. საჯარიმო ქვითარს თან ერთვის ______________________________

მოწმე (თუ არის)  ___________________________

                                                                 ხელმოწერა

დაზარალებული  (თუ არის)  ________________________________

                                                                                         ხელმოწერა

         საჯარიმო ქვითრის შემდგენელი __________________________

                                                                                              ხელმოწერა

         სამართალდამრღვევი ______________________

ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის დადასტურება

12. ჩავიბარე --------------------------------------------------------

                               (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი)

  დამამზადებელი:

დამკვეთი:ქმგ

 

დანართი №3

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

საჯარიმო ქვითრის  №000000

სერია ,,სჯ“

 

ნაწილიII   საჯარიმო ქვითრის ყუა                   

 

სფს-ს რეგისტრაციის №

 

1. ____________________________

           გადამხდელის სახელი,გვარი

 

2. _____________________

            მისამართი

 

3. ________________

საჯარიმო თანხის ოდენობა (სიტყვიერად,ციფრებით)

4.საქართველოს ადმ. სამართალ-დარღვევათა კოდექსის 

ა) მუხლი (მუხლები)

___________________________

ბ) ნაწილი (ნაწილები)

___________________________

გ) ქვეპუნქტი (ქვეპუნქტები)

___________________________

5. ოქმის შემდგენლის

ა) სახელი,გვარი_________________

 

ბ) თანამდებობა__________________

 

გ) ხელმოწერა;თარიღი _______

 

საბანკო კოდი №____________

 

 

მიმღები მოლარე ___________

                                  ხელმოწერა               

 

თარიღი  __________________

                       რიცხვი,თვე,წელი

 

                  . . 

 

დამამზადებელი:

დამკვეთი:ქმგ

 

 

 

 

 

 

 

 


 

                                                                                                                         დანართი №4

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი

 

გაცემის თარიღი

ოქმის, ნომერი

ოქმის გამცემი

ოქმის მიმღები

 

 

გვა-

რი

სახე-ლი

თანა-მდე-ბობა

ხელმო-

წერა

გვა-

რი

 

სახელი

თანამდე-

ბობა

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) ოქმები

 

დაბრუნე

ბის თარიღი

ჩამოწე-რის აქტის ნომე-

რი

ოქმის ინდივი-დუ

ალური ნომერი

 

ოქმის დამბრუნებელი პირი

 

დაბრუნებული ოქმის მიმღები პირი

 

 

 

გვა-

რი

სახე-

ლი

თანამ-დებობა

ხელმო-წერა

გვარი

 

სახელი

თანამ-დებობა

ხელმო-

წერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალი

 

გაცემის თარიღი

საჯარიმო ქვითრის ნომერი

საჯარიმო ქვითრის გამცემი

საჯარიმო ქვითრის მიმღები

 

 

გვარი

სახ-ლი

თანამ

დებობა

ხელ-

მოწა

გვარი

 

სახელი

თანამ-დებობა

ხელმო-

წერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო ქვითრები

 

N

დაბრუ-

ნების თარიღი

ჩამოწე-

რის აქტის ნომე-

რი

საჯარიმო ქვითრის ინდივი

დუალუ

რი ნომერი

საჯარიმო ქვითრის დამბრუნებელი პირი

დაბრუნებული საჯარიმო ქვითრის მიმღები პირი

 

 

 

 

გვა-რი

სახე-

ლი

თანამ-დებობა

ხელ-

მო-

წერა

გვარი

 

სახელი

თანამ-დებობა

ხელმო-

წერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

ა ქ ტ ი № -----

 

ქობულეთი                                                                                                        ------ -------------  20  წელი

 

გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის შესახებ

დოკუმენტის დასახელება

(ოქმი, საჯარიმო ქვითარი)

რაოდენობა

ოქმის

(საჯარიმო ქვითრი ს)

ინდივიდუალური

ნომერი

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი

უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის სისწორეს.

 

ფორმების გამოყენებასა და

აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი:               --------------------------------

 

სტრუქტურული ერთეულის

(სამსახურის) ხელმძღვანელი:          ----------------------------------

 

ოქმის (საჯარიმო ქვითრის)

შედგენაზე უფლებამოსილი პირი:      --------------------------------------------