„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისი ის
დადგენილება №3
2011 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ადგენს:
1. „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის№13 დადგენილებით (სსმ III, №145, 14.12.2005,მუხლი1620) დამტკიცებულ„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი რედაქციის ცვლილება:
დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობის განსაზღვრა
1. ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 0.30 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე, ხოლო აუქციონი ცხადდება არანაკლებ 1-ათასიან სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე.
2. მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად, აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 0.30 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე, ხოლო აუქციონი ცხადდება არანაკლებ ასი ათასიან სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე.
3. უსადენო შეღწევის, მათ შორის, ფიჭური ორგანიზების ტიპის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიქსირებული კავშირის მომსახურების განსახორციელებლად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად, აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 0.30 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე, ხოლო აუქციონი ცხადდება არანაკლებ 1 ათასიან სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე.
4. ინტელექტუალური ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 50.00 (ორმოცდაათი) ლარს 1 სააბონენტო ნომერზე.
5. პერსონალური ნომრებით დამატებითი ფასიანი მომსახურების განსახორციელებლად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად, აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 50.00 (ორმოცდაათი) ლარს 1 სააბონენტო ნომერზე.
6. 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრებით (კოდებით) მომსახურების ნუმერაციის რესურსით (გარდა საგანგებო ექსტრემალური და სხვა საავარიო-სამაშველო სამსახურების, სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოების მოკლე ნომრების (კოდებისა)) სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს:
ა) ნუმერაციის 1 სამნიშნა რესურსზე (XXX) – 25,000.00 (ოცდახუთი ათასი) ლარი;
ბ) ნუმერაციის 1 ოთხნიშნა რესურსზე – (XXX X) 5000.00 (ხუთი ათასი) ლარი;
გ) ნუმერაციის 1 ხუთნიშნა რესურსზე – (XXX XX) 500.00 (ხუთასი) ლარი;
დ) ნუმერაციის 1 ექვსნიშნა რესურსზე – (XXX XXX) 50.00 (ორმოცდაათი) ლარი;
7. მომსახურების სხვადასხვა სახეობებისთვის გამოყენებულ ნუმერაციის 1 რესურსზე (706-779; 910-999) (XXX XXX) – ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 50.00 (ორმოცდაათი) ლარს.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს. ბრიტანჩუკი
კ. კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი. მოსეშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.04.2011.
- როდის იქნა მიღებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.04.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 040230000.17.010.016005.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.04.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3, 18.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 040230000.17.010.016005 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1307791/