აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.04.2011 ძალადაკარგული 29.02.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016047
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110426015, 02/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2011 წლის 19 აპრილი

აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის, 1-ლი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 192 მუხლის პირველი პუნქტის, 1915 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების, ,,აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ და ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №3 და №4 დადგენილებების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (გარდა მიწისა) უძრავი ქონების (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული შენობა-ნაგებობები) და მოძრავი ნივთების საპრივატიზებო საწყისი ფასის ოდენობა განისაზღვროს მისი ნარჩენი საბალანსო ან დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნით დადგენილი ღირებულებებით;

2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობა დადგინდეს:

ა) 1 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწაზე მისი საპრივატიზებო საწყისი ფასის 7 (შვიდი) პროცენტის ოდენობით, ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:

 

 

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ადგილმდებარეობა

1 კვ.მ. მიწის საპრივატიზებო საწყისი ფასი ლარებში

საწყისი წლიური ქირის ოდენობა ლარებში

1.

ქ. აბაშაში და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი-სენაკი-ლესელიძე) 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწა

15.792

1.11

2.

სოფლებში, გარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა

7.896

0.55

3.

დასახლებათა შორის არ ე ალებში, გარდა საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა

3.948

0.28

 

   ბ) სხვა უძრავ ქონებაზე:

  ბ.ა) ქ. აბაშაში და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი-სენაკი-ლესელიძე), 50 მეტრ რადიუსში მდებარე ნივთებზე, მისი საპრივატიზებო საწყისი ფასის 7 (შვიდი) პროცენტის ოდენობით;

  ბ.ბ) სოფლებში მდებარე ნივთებზე, მისი საპრივატიზებო საწყისი ფასის 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით;

  გ) მოძრავ ნივთებზე, მისი საპრივატიზებო საწყისი ფასის 10 (ათი) პროცენტის ოდენობით.

3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს აბაშის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 21 მაისის №8 დადგენილება ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვოთმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებებით გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.

4. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს  კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.   

საკრებულოს თავმჯდომარე                      დ. თოფურია