„სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314 - №2-60 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი სა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №251-№2-64
2011 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
„სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314 - №2-60 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
1. „სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG)დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314/2-60 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 13.04.2006, №51, მუხ. 640) დამტკიცებულ სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციებში (RCG) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 მუხლის„ბ.გ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) კაპიტალზე ამონაგების კ ოეფიციენტი ს ბოლო სამი ფისკალური წლის გასაშუალოებული მაჩვენებელი უნდა აღემატებოდეს ქვეყნის მიმდინარე საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელს;“.
ბ) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თითოეული მონაწილე კომერციული ბანკის მიერ ათვისებული მეორადი სესხის მაქსიმალური კუმულატიური თანხა არ უნდა აღემატებოდეს მონაწილე კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს. იმ პირობების გათვალისწინებით, რომ მონაწილე კომერციულ ბანკში განთავსებულ მსოფლიო ბანკის პროექტებთან ან თანადაფინა ნ სების პროექტებთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის ფონდების მაქსიმალური ნაერთი ჯამი (ნაშთი) არ უნდა აღემატებოდეს მონაწილე კომერციული ბანკის საერთო ვალდებულებების (სააქციო კაპიტალის გამოკლებით) 25%-ს და სააქციო კაპიტალის 100%-ს.“.
გ) 52 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. მეორადი სესხის ათვისებული და დაუბრუნებელი სახსრების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს არასაბანკო ფინანსური დაწესებულების წმინდა კაპიტალის 50%-ს.“.
დ) მე-8 მუხლის:
დ.ა) მე-3 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამო ყ ალიბდეს შ ემდეგი რედაქციით:
„ა) არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება PCC/PIU-ს მიერ დადგენილ ელექტრონულ ფორმატში – ყოველი კვარტ ა ლის დასრულებიდან არა უგვიანეს 30-ე დღისა;“.
დ.ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი შეინიშნება დადგენილი სავალდებულო ნორმატივების ან პროექტის სხვა მოთხოვნილებების დარღვევაში, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი ამის თაობაზე აცნობებს ფინანსთა სამინისტროს, მსოფლიო ბანკის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელს და IFAD-ის მხრიდან ქვეყნის პროგრამის ხელმძღვანელს და წარუდგენს მათ სრულ ინფორმაციას ასეთი დარღვევის დონესა და შინაარსზე. PCC/PIU-ს მიერ სავალდებულო ნორმატივების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კომერციული ბანკის მონაწილეობა პროექტში იქნება შეჩერებულ ი და ბანკს მოეთხოვება არსებული დარღვევების განსაზღვრულ ვადაში გამოსწორება. ყოველთვიურად განხორციელდება მონიტორინგი მონაწილე კომერციული ბანკის მიერ დარღვევების გამოსწორებაზე.შეთანხმებული ვადის დაუცველობის შემთხვევაში მონაწილე კომერციულ ბანკს მოეთხოვება პროექტის საბრუნავი ფონდის ანგარიშზე მსოფლიო ბანკის და IFAD-ის საკრედიტო ხაზის ფარგლებში არსებული მთლიანი მეორადი სესხის თანხის დაბრუნება.“.
დ.გ) მე-6 პუნქტის „გ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ.დ) მე-6 პუნქტის „დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თუ მონაწილე კომერციული ბანკი ვერ შეძლებს ზემოაღნიშნულ მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში მეორადი სესხის თანხის დაფარვას, ძალაში შედის „უფლების დათმობის ხელშეკრულება”, რომელიც წარმოადგენს მეორად სესხზე ხელშეკრულების ნაწილს.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
ბ. კვეზერელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314 - №2-60 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314 - №2-60 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.04.2011.
- როდის იქნა მიღებული „სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314 - №2-60 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314 - №2-60 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.04.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №251. სარეგისტრაციო კოდი — 190020110.22.033.016175.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314 - №2-60 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314 - №2-60 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.04.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314 - №2-60 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №251, 26.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 190020110.22.033.016175 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1312891/