,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№55/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.016094
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110429020, 04/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №55/ნ

2011 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით (სსმ, 21.02.11წ.) დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებ აში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) დებულებიდან ამოღებულ იქნეს 38-ე მუხლი;

ბ) დებულების მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-4 პუნქტი:

,,4. აბიტურიენტს, რომლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლება აღიარებული იქნება ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქრთველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანების შესაბამისად, 2018-2019 სასწავლო წლის ჩათვლით უფლება აქვს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქართული ენისა და ლიტერატურის ნაცვლად ჩააბაროს აფხაზური ენა და ლიტერატურა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ნაცვლად აფხაზური ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების სურვილი აბიტურიენტმა უნდა გამოთქვას შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის პირველ აპრილამდე.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანვე.

დ. შაშკინი