საერთო კრების, დღის წესრიგისა და რეკომენდაციების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
2011 წლის 31 მაისს, დღის 18:00 საათზე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირ №2-ში მოწვეულია სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება.
სააქციო საზოგადოება „თელიანის ველის” სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2011 წლის 18 აპრილი.
დღის წესრიგი:
1. 2010 წლის წლიური ანგარიში:
ა) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ჩატარებული 2010 წლის წლიური ფინანსური შედეგების წარმოდგენა;
ბ) მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
2. გენერალური დირექტორის ანგარიშის დამტკიცება.
3.სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება.
4. სხვადასხვა.
რეკომენდაციები
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს 2010 წლის წლიური ანგარიში.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს გენერალური დირექტორის 2010 წლის ანგარიში.
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
შევიდეს ცვლილება სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში, კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გამოწვეულ იქნენ ბატონები: ელი ენოხი და ზაზა ბიბილაშვილი და დაინიშნონ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები: ბ-ნი გიორგი ვახტანგიშვილი და ბ-ნი მურთაზ კიკორია. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
● არსებული წევრი - პოლ როძიანკო (Paul Rodzianko)
● არსებული წევრი - დავიდ ოსტბი
● არსებული წევრი - ირაკლი ბურდილაძე
● ახალი წევრი - გიორგი ვახტანგიშვილი
● ახალი წევრი - მურთაზ კიკორია
სს „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №2, მე-5 სართული. აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2010 წლის 31 მაისს 17:00 საათზე. სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის“ მორიგ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის“ აქციების რეგისტრატორთან სს „კავკასრეესტრში” 2011 წლის 21 მაისიდან შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა.
გენერალური დირექტორი შ. ხობელია