სს „აგროინვეტბანკის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №442
2011 წლის 11მაისი
ქ. თბილისი
სს „აგროინვე ს ტბანკის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის საფუძველზე, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის N159 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 5 მაისის №1-1/704 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. დასრულებულად ჩაითვალოს სს „აგროინვესტბანკის“ ლიკვიდაციის პროცესი.
2. სს „აგროინვესტბანკის“ სალიკვიდაციო ანგარიშებზე რიცხული ნაშთები გადაირიცხოს სს „აგროინვესტბანკის“ უფლებამონაცვლე სს „აგროინვესტის“ ანგარიშსწორების ანგარიშებზე და დაიხუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი სს „აგროინვესტბანკის“ სალიკვიდაციო ანგარიშები.
3. სს „აგროინვესტბანკის“ დარჩენილი აქტივები, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე გადაეცეს მის უფლებამონაცვლეს სს „აგროინვესტს“.
4. სს „აგროინვესტბანკი“ ამოღებულ იქნ ე ს საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო რეესტრიდან.
5. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
6. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს შესაბამის საგადასახადო ორგანოსა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს სს „აგროინვესტბანკის“ ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერის გაკეთების თაობაზე.
7. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
8. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ო. ნადარაია