რეგისტრირებული კოოპერატივის, საკრედიტო კავშირის „ალამბარი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№443
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110518018, 19/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №443

2011 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

რეგისტრირებული კოოპერატივის, საკრედიტო კავშირის „ალამბარი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების–საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“ პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების შესაბამისად:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2004 წლის 22 დეკემბრის №818 განკარგულება და საკრედიტო კავშირს „ალამბარი“ გაუუქმდეს არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია №1640056.

2. საკრედიტო კავშირის „ალამბარი“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ნოდარ შამილაძე.

აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი                                                  ო. ნადარაია