საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გორის საოლქო, ხაშურის ზონალური, კასპის და ქარელის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.04.2001 ძალადაკარგული 25.12.2003
ნომერი
№251
სარეგისტრაციო კოდი
200250000.11.114.004757
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 10/05/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.004.757

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება№251

2001 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გორის საოლქო, ხაშურის ზონალური, კასპის და ქარელის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ნოემბრის №499 ბრძანებულების ”საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” შესაბამისად,  გორის საოლქო, ხაშურის ზონალური, კასპის და ქარელის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების პირობების გაუმჯობესებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით ვბრძანებ:

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გორის საოლქო, ხაშურის ზონალური, კასპის და ქარელის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომელთა მატერიალური წახალისების მიზნით შემოღებულ იქნეს ყოველთვიური პრემია დაკავებულ თანამდებობათა მიხედვით, თანახმად დანართებისა (№1,2,3).

2. საგადასახადო სისტემაში კვარტალური საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულებისათვის და გაწეული მუშაობის შედეგების შესაბამისად უფლება მიეცეთ აღნიშნულ სამსახურებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შეთანხმებით თითოეულ თანამშრომელზე გასცენ კვარტალური პრემიები ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი თვის პრემიის ოდენობით.

3. ყოველთვიური და კვარტალური პრემიების თანხების დარიცხვა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე  და საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლების შესაბამისად საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შექმნილი ფონდებიდან.

4. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გორის საოლქო, ხაშურის ზონალურმა, კასპის და ქარელის რაიონულმა საგადასახადო ინსპექციებმა თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების გაცემა აწარმოონ საბანკო დაწესებულებების მეშვეობით.

5. ფინანსებისა და საბუხჰალტრო აღრიცხვის სამმართველომ (კ. გედევანიშვილი):

_ ყოველი მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სამსახურების საპრემიო ფონდებისთვის საჭირო ოდენობის თანხების გადატანა მათ სპეციალური სახსრების ანგარიშებზე.

_ ორი კვირის განმავლობაში უზრუნველყოს აღნიშნული სამსახურების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო საექსპლუატაციო და სამეურნეო ხარჯების ხარჯთაღრიცხვების მომზადება და დასამტკიცებლად წარმოდგენა. აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს ყოველთვიური ხარჯებისათვის საჭირო თანხების გადატანა მათ სპეციალური სახსრების ანგარიშებზე.

_ მ/წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გორის საოლქო, ხაშურის ზონალური, კასპის და ქარელის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების საბანკო დაწესებულებების მეშვეობით გაცემის უზრუნველსაყოფად საჭირო წინასწარი ხარჯების გაწევა, საბანკო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად.

6. კონტროლს აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

მ. მაჭავარიანი

დანართი №1

გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების სპეც. ფონდებიდან გასაცემი ყოველთვიური პრემიების ოდენობა  თანამდებობათა მიხედვით

                                                                                                       (ლარებში)

თანამდებობის დასახელება

პრემიის ოდენობა

1

ინსპექციის უფროსი

400

2

ინსპექციის უფროსის მოადგილე

370

3

განყოფილების უფროსი

340

4

მთ.სპეციალისტი

300

5

მთ. ბუღალტერი

340

6

მთ. ინსპექტორი

300

7

უფროსი ინსპექტორი

270

8

ინსპექტორი

250

9

კადრების ინსპექტორი

250

10

საქმის მწარმოებელი

150

11

მდივან-რეფერეტი

130

12

მძღოლი

150

13

ოპერატორი

150

14

დამლაგებელი

100

                     სულ

 

 

დანართი №2

ხაშურის ზონალური საგადასახადო ინსპექციების საჯარო მოსამსახურეების სპეც. ფონდებიდან გასაცემი ყოველთვიური პრემიების ოდენობა  თანამდებობათა მიხედვით

                                                                                                       (ლარებში)

თანამდებობის დასახელება

პრემიის ოდენობა

1

ინსპექციის უფროსი

250

2

ინსპექის უფროსის მოადგილე

230

3

განყოფილბის უფროსი

200

4

მთ.ინსპექტორი

180

5

უფროსი ინსპექტორი

160

6

ინსპექტორი

150

7

ბუღალტერი

100

8

ოპერატორი

100

9

დამლაგებელი

60

                   სულ

 

 

დანართი №3

კასპის და ქარელის რაიონული საგადასახადო ინსპექციების საჯარო მოსამსახურეების სპეც. ფონდებიდან გასაცემი ყოველთვიური პრემიების ოდენობა  თანამდებობათა მიხედვით

                                                                                                       (ლარებში)

თანამდებობის დასახელება

პრემიის ოდენობა

1

ინსპექციის უფროსი

200

2

უფროსი ინსპექტორი

150

3

ინსპექტორი

120

4

ბუღალტერი

80

                        სულ