სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110523016, 24/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე

 

სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს „მუხიანი“ აქციათა გამოსასყიდ ფასად (ქვემოთ განსაზღვრული) ყიდვის თაობაზე კეთდება „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 532 მუხლის შესაბამისად, რომლის საფუძველიცაა აქციონერი ნათია აფხაიძე („მყიდველი”) მიერ სს „მუხიანი” ხმათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტის შეძენა.

 

გამოსყიდვის პირობები და პროცედურები:

● მყიდველი ფლობს სს „მუხიანი” გამოშვებულ 313802 (სამასცამეტი ათას რვაასორი) აქციიდან 289681 (ორასოთხმოცდაცხრა ათას ექვსასოთხმოცდაერთი) ცალ ჩვეულებრივ სახელობით აქციას, რაც შეადგენს გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 92,31331 %ს და სურს გამოისყიდოს სს „მუხიანი” დარჩენილი 24121 (ოცდაოთხი ათას ასოცდაერთი) ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, რომელიც სს „მუხიანი” გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 7,69%-ს შეადგენს.

● სს „მუხაინი” აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 0.39,85 (ოცდაცხრამეტი და ოთხმოცდახუთი მეასედი) თეთრს ერთ ცალ აქციაზე. გამოსასყიდი ფასი სავალდებულო სატენდერო შეთავაზების მიზნისათვის დადგენილია დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მიერ სათანადოდ შესრულებული შეფასების ანგარიშით და არის იმ ფასზე მეტი, რაც აქციონრმა ნათია აფხაიძემ~ გადაიხადა 2011 წლის 7 მაისს საწესდებო კაპიტალის               2,76 %-ის შეძენისას.

● სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გრძელდება 2011 წლის 23 მაისიდან 2010 წლის 23 ივლისის ჩათვლით.

სს „მუხიანი” გამოშვებული აქციების დარჩენილ 7,69 %-ის ანუ 24121 (ოცდაოთხი ათას ასოცდაერთი) აქციის სრულად გაყიდვის თანხმობათა არსებობის შემთხვევაში შემთავაზებელი გამოისყიდის აქციათა სრულ რაოდენობას.

● სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება დადგენილი წესით.

● შესყიდვა მოხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ.

● სს „მუხიანი” აქციონერთაგან გაყიდვაზე განაცხადების შეგროვებას განახორციელებს – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი” (ლიცენზია №70006), მისამართი: 0167 თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 225351.

„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 532 მუხლის შესაბამისად შედგენილი აქციათა გამოსასყიდი ფასის შეფასების ანგარიშის გაცნობა აქციონერებს შეუძლიათ აუდიტორულ კომპანიაში შპს „დამოუკიდებელ ექსპერტთა პალატა”, მისამართი: ქუთაისი, გრ. ხანძთელის 21/1, ტელ.: 8(431)52888

მყიდველი:   ნ. აფხაიძე