საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.20.013.010.764
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
ბრძანება №112-ორგ
2007 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების თანდართული დებულება.
2. დამტკიცდეს საქართველოს კონტროლის პალატის მოხელის დახასიათების ფორმა (დანართი №1).
3. დამტკიცდეს საატესტაციო ფურცლის ფორმა (დანართი №2).
4. დამტკიცდეს საქართველოს კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების პროგრამა (დანართი №3).
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2001 წლის 16 მაისის №21 ბრძანება „საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“.
6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭოლაძე
დებულება
საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და „საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. დებულება განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, მოხელეთა რეზერვის ფორმირებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს.
3. დებულება ვრცელდება საქართველოს კონტროლის პალატის ყველა მოსამსახურეზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მუხლი 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის მიზანი
კომისიის საქმიანობის მიზანია საქართველოს კონტროლის პალატაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ მოთხოვნებთან კანდიდატის ან დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება და რეზერვის ფორმირება. ამ მიზნის მისაღწევად კომისია:
ა) უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებას დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით;
ბ) უზრუნველყოფს ტესტური ნამუშევრების გასწორებას;
გ) აფიქსირებს გამოსაცდელის მხრიდან წესების დარღვევის ფაქტებს და იღებს შესაბამის ზომებს კანდიდატის ან მოხელის გამოცდიდან მოხსნის შესახებ;
დ) ადასტურებს ტესტის პასუხების შემოწმებისას კანდიდატის ან მოხელის მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობას;
ე) ატარებს გასაუბრებას კანდიდატებთან და მოხელეებთან, აფასებს მათ შესაბამისობას დასაკავებელ ან დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან;
ვ) წარუდგენს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს კანდიდატურებს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად;
ზ) წარუდგენს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს კონკურსისა და ატესტაციის შედეგებს;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს.
მუხლი 3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის წევრები.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს, კონტროლის პალატის პრეზიდიუმის რეკომენდაციითა და კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგინებით, ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას.
5. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიის შემადგენლობაში მათი თანხმობით შეიძლება მოწვეულ იქნენ დამოუკიდებელი ექსპერტები დამკვირვებლის სტატუსით.
6. მოხელე არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტაცია.
მუხლი 4. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება
კომისიის წევრთა ანაზღაურების პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით კონტროლის პალატის ბიუჯეტიდან.
მუხლი 5. კომისიის რეგლამენტი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. კონტროლის პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების სამმართველო უზრუნველყოფს ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობისა და მოხელეთა ატესტაციის ჩატარების ორგანიზებას.
5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, დამსწრე წევრები და კომისიის მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.
მუხლი 6. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.
2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 7. საპრეტენზიო კომისია
1. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია საკონკურსო-საატესტაციო კომისიისგან დამოუკიდებლად.
2. საპრეტენზიო კომისიის მიზანია ატესტაცია-კონკურსის ჩატარების დროს პრეტენზიების განსაზღვრულ ვადებში განხილვა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის სამართლებრივად სრულყოფილი დასკვნების წარდგენა.
3. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
4. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში მოწვეულ იქნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.
5. სპეციალისტთა უფლებამოსილება განისაზღვრება მხოლოდ ტესტებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვით და გამოტანილი დასკვნების წერილობით გადაცემით საპრეტენზიო კომისიაზე.
6. საპრეტენზიო კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
7. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
8. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
9. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
10. საპრეტენზიო კომისიის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება საპრეტენზიო კომისიის სხვა წევრების გადაწყვეტილებას ვალდებულია თავისი წინადადება და შენიშვნა წერილობით დაურთოს ოქმს.
11. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია შეადგინოს გამოვლენილი ხარვეზის შესახებ ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წინადადება წარუდგინოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
12. საპრეტენზიო კომისიაში პრეტენზიების (განცხადების) წარდგენა წარმოებს ატესტაცია-კონკურსში მონაწილე ნებისმიერი მოხელისა და კანდიდატის მიერ ტესტირების შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
13. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 2 დღის ვადაში. ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებების (საქმის დიდი მოცულობა, სირთულე) არსებობისას განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5 დღემდე.
14. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება განმცხადებელს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
15. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენისას საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს არ დაეთანხმოს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა.
16. კომისია გასაუბრების ფორმით ატესტაცია-კონკურსის შედეგებზე პრეტენზიებს არ ღებულობს.
17. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება დაუშვებელია.
18. საპრეტენზიო კომისია საქმიანობას წყვეტს ატესტაციისა და კონკურსის დამთავრებიდან 10 დღის ვადაში.
თავი III
კონკურსი
მუხლი 8. კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევა და მათი რეზერვის ფორმირება.
მუხლი 9. კონკურსის პირობები
1. კონკურსის დროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია ადგენს კანდიდატის კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
2. იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც ითვალისწინებს საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობაში მონაწილეობას, კანდიდატს კონკურსი უტარდება ტესტირებისა და შემდგომი გასაუბრების ფორმით.
3. იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც არ ითვალისწინებს საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობაში მონაწილეობას, კანდიდატს კონკურსი უტარდება ტესტირების და/ან გასაუბრების ფორმით, კონტროლის პალატის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
4. კონტროლის პალატის სახელმწიფო მოხელეთა (თანამდებობათა) ის კატეგორია, რომელიც ეწევა საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობას განისაზღვრება კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტით.
მუხლი 10. კონკურსის გამოცხადება
1. კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის წინადადებით გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ ან სხვა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
2. კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 11. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო).
2. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი. სამდივნოს უფროსსა და წევრებს ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
3. სამდივნო უზურნველყოფს:
ა) დადგენილ ვადებში კანდიდატთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღებასა და შენახვას;
ბ) წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობის შემოწმებას კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან;
გ) კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ვაკანტურ თანამდებობაზე დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში კანდიდატთა რეგისტრაციასა და სარეგისტრაციო ბარათის გაცემას;
დ) კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და შევსებას;
ე) კონკურსში მონაწილე კანდიდატთა იდენტიფიცირებას და რეგისტრირებას მათ მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო ბარათისა და პირადობის მოწმობის მეშვეობით;
ვ) საგამოცდო დარბაზში მონაწილე კანდიდატებისათვის ადგილების მიკუთვნებას;
ზ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის ან/და საპრეტენზიო კომისიისათვის კანდიდატების საგამოცდო ტესტებისა და ნამუშევრების გადაცემას და შენახვას;
თ) კანდიდატთა ტესტირებისა და წერითი გამოცდის შედეგების შესახებ მონაცემთა შეტანას საერთო ბაზაში;
ი) გასაუბრებაში მონაწილე თითოეული კანდიდატის შესახებ არსებული დოკუმენტური მასალის დამუშავებასა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის წარდგენას;
კ) ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელებას.
4. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია კანდიდატის შესახებ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის სისწორეზე.
5. კონკურსის დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.
6. კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის ვადაა 3 წელი.
მუხლი 12. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
კონტროლის პალატის სისტემაში ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და ფლობს სახელმწიფო ენას.
მუხლი 13. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები და კონკურსზე გამოცხადების წესები
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან ორი კვირის ვადაში, სამდივნოში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობით განცხადება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
ბ) უმაღლესი განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
გ) უკვე გაცემული შრომის წიგნაკის ასლი;
დ) ავტობიოგრაფია;
ე) პირადობის დამადასტურებული მოწმობის ასლი;
ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით – 3X4.
2. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა სამდივნოს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დედნები, რომლის ასლის ნამდვილობის შემოწმების შემდეგ იგი დაუბრუნდება კანდიდატს.
3. საჭირო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ კანდიდატი მიიღებს სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც აღინიშნება კანდიდატის სახელი, გვარი, მისი სარეგისტრაციო ნომერი, ბარათის გაცემის თარიღი და სამდივნოს უფროსის ხელმოწერა, ტესტირების და/ან გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი და იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც შემოიტანა პირმა განაცხადი. სარეგისტრაციო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად წარმოადგენს პირის ტესტირებაზე/გასაუბრებაზე დაშვების დამადასტურებელ დოკუმენტს.
4. პირადობის დამადასტურებელი საბუთის, სარეგისტრაციო ბარათის არქონის, აგრეთვე დაგვიანების ან არგამოცხადების შემთხვევაში კანდიდატი კონკურსზე არ დაიშვება.
მუხლი 14. კანდიდატის უფლება გამოიტანოს განცხადება ან შეცვალოს განცხადებაში მითითებული ვაკანტური თანამდებობა
კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გაიტანოს განცხადება ან შეცვალოს ვაკანტური თანამდებობა შესაბამისი განცხადებით.
მუხლი 15. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა
1. კომისია, კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ, სხდომაზე საკითხს განიხილავს მათ დაუსწრებლად.
2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან.
მუხლი 16. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება
1. კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი.
მუხლი 17. კონკურსის შედეგი
1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.
2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყველა კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს კი კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.
3. კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს მოხსენდება კონკურსის დასრულებიდან ხუთი დღის ვადაში.
4. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
5. კომისიას უფლება აქვს შესთავაზოს კანდიდატს მის განცხადებაში მითითებული ვაკანსიის ალტერნატიული ვარიანტი.
მუხლი 18. ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.
თავი IV
ატესტაცია
მუხლი 19. ატესტაციის მიზანი
მოხელეთა ატესტაციის მიზანია კონტროლის პალატის სისტემაში დასაქმებულ მოხელეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.
მუხლი 20. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ) რეზერვში ჩარიცხული პირი;
დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
2. ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პარლამენტი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
ბ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
მუხლი 21. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადის განმავლობაში, ატესტაციას ექვემდებარება მომდევნო წელს.
მუხლი 22. ატესტაციის ჩატარების წესი
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგენს ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას.
2. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარადგენს მოხელის დახასიათებას (დანართი №1). დახასიათება უნდა ასახავდეს მოხელის ყოველმხრივ შეფასებას (მის ინდივიდუალურ, პროფესიულ თვისებებს, მისი მუშაობის შედეგების ანალიზს და ა.შ.).
3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს ტესტირების და/ან გასაუბრების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
5. ატესტაცია ტარდება კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.
6. მოხელის ატესტაციაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი ატესტაციისათვის, ხოლო არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით მოხელე იღებს უარყოფით შეფასებას.
მუხლი 23. შედეგების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციის დროს გასაუბრებისას კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მის დახასიათებას და უსვამს შეკითხვებს სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე.
2. ატესტაციისას კენჭისყრის და გადაწვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-5 მუხლით.
3. ატესტაციის შედეგების მიხედვით საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს პროფესიულ მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას) და ერთი წლის შემდეგ უნდა გაიროს ხელახალი ატესტაცია;
დ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება ჩამოქვეითებას;
ე) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან;
ვ) უნდა დარჩეს რეზერვში;
ზ) გამოყვანილ უნდა იქნეს რეზერვიდან.
4. კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნა თითოეულ მოხელეზე ფორმდება სხდომის ოქმით და ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი.
5. ტესტირების დროს მოხელის მიერ მიღებული უარყოფითი შედეგი კომისიისათვის წარმოადგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
6. კომისიის გადაწყვეტილება შეიტანება საატესტაციო ფურცელში (დანართი №2).
7. საატესტაციო ფურცელი ივსება ერთ პირად და მოხელეზე წარმოდგენილ დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს.
8. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
9. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება ერთი კვირის ვადაში, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელში მისი ხელმოწერით.
10. ატესტაციის შედეგები საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
11. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას საკლასო ჩინის მინიჭების, მოხელის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან გათავისუფლების შესახებ.
12. მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო სამსახურიდან მისი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
მუხლი 24. დავები ატესტაციასთან დაკავშირებით
ატესტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი V
ტესტირება, წერითი გამოცდა და გასაუბრება
მუხლი 25. ტესტირება
1. ტესტირება ტარდება სპეციალური საგამოცდო ტესტების (შემდგომში – ტესტი) ფორმით.
2. ტესტირება ტარდება საკონკურსო-საატესტაციო პროგრამის შესაბამისად (დანართი 3). ტესტირების პროგრამით გათვალისწინებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გამოყენებულ იქნეს კონკურსის ან ატესტაციის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე მოქმედი მდგომარეობით.
3. ტესტის კითხვების მომზადებას უზრუნველყოფს კონტროლის პალატის ან ექსპერტთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობასაც განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
4. ტესტის ნიმუში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, შეიძლება გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ან კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებსაიტზე.
5. ტესტი შედგება 100 კითხვისგან.
6. ტესტის ყოველი კითხვა შედგება ორი ნაწილის – უშუალოდ კითხვისა და სავარაუდო პასუხებისგან, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი პასუხი.
7. გამოსაცდელს ევალება პასუხების ფურცელზე აღნიშნოს მის მიერ სწორად მიჩნეული მხოლოდ ერთი პასუხი.
8. ყოველ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 ქულით.
9. ტესტის მინიმალური შეფასება არის – 0.
10. გამოსაცდელს არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი ტესტისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი საგამოცდო დარბაზს დატოვებს ტესტთან ერთად, ტესტი შეფასდება 0 ქულით.
11. თუ გამოსაცდელი ტესტის ერთ კითხვაზე აღნიშნავს ერთზე მეტ პასუხს, ან თუ ტესტის პასუხი გადასწორებულია, მაშინ პასუხი შეფასდება 0 ქულით, ანალოგიურად, თუ არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, ასეთი ამოხსნაც შეფასდება 0 ქულით.
12. ტესტირებისათვის გამოსაცდელს ეძლევა 4 ასტრონომიული საათი, რომლის გასვლის შემდეგაც გამოსაცდელი ვალდებულია კომისიის წარმომადგენელს ჩააბაროს ტესტი.
13. გამოსაცდელის მიერ ტესტის შევსებისათვის დადგენილი დროის გადაცდენის შემთხვევაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის გადაცემული ტესტი არ გასწორდება და ტესტი შეფასდება 0 ქულით.
14. დროის ამოწურვის შესახებ გაფრთხილებას გამოსაცდელი მიიღებს ორჯერ – დროის ამოწურვამდე 30 წუთით და 10 წუთით ადრე.
15. ტესტური გამოცდის დაწყების წინ ყოველ გამოსაცდელს გადაეცემა დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია საგამოცდო ტესტი პასუხების ფურცელთან ერთად.
16. კონვერტის გახსნამდე თითოეული გამოსაცდელი ვალდებულია შეამოწმოს კონვერტი. თუ კონვერტი გახსნილია, დაზიანებულია, ან კონვერტის მთლიანობა სხვაგვარად იწვევს ეჭვს, გამოსაცდელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, კონვერტის გახსნამდე, განუცხადოს ამის შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წარმომადგენელს. ასეთ შემთხვევაში მას მიეცემა ახალი კონვერტი. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია აღარ მიიღება.
17. ტესტური გამოცდის დაწყებამდე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნისა და პასუხების ფურცლის შევსების მეთოდიკა, ასევე სხვა პროცედურული საკითხები.
18. ტესტირებაზე დასაშვებია მხოლოდ ავტოკალმის და გამომთვლელი მანქანის შეტანა.
19. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება დამხმარე მასალის ან ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევაში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დამსწრე წევრის (წევრების) მიერ მოიხსნება ტესტირებიდან და მისი ტესტი შეფასდება 0 ქულით.
20. გამოსაცდელის ტესტირებიდან მოხსნის თაობაზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დამსწრე წევრი ადგენს ოქმს.
21. ტესტირების დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ტესტირების ჩატარების ადგილზე წინასწარ დადგენილ დროს, რომელიც მითითებული იქნება სარეგისტრაციო ბარათზე.
22. გამოსაცდელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და სარეგისტრაციო ბარათი.
23. მოხელე პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ხოლო კანდიდატი პირადობის დამადასტურებელი საბუთის და სარეგისტრაციო ბარათის გარეშე, აგრეთვე დაგვიანებით გამოცხადებული პირები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
24. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა, ასევე ტესტირების მსვლელობისას გამოსაცდელის განცხადება ტესტირებაში მონაწილეობაზე უარის შესახებ უფლებას ართმევს გამოსაცდელს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება.
25. ამ მუხლის 24-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსაცდელის გამოუცხადებლობის, ასევე ტესტირებაში მონაწილეობაზე უარის თქმის მოტივი მხედველობაში არ იქნება მიღებული.
26. ტესტირებაზე კანდიდატის ან მოხელის გამოუცხადებლობა წარმოადგენს ტესტირების შედეგების უარყოფითად შეფასების საფუძველს.
27. ტესტირების ჩატარებისას, საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ შეიძლება მეთვალყურეებად დაშვებულ იქნენ საზოგადოების წარმომადგენლები.
28. გამოსაცდელის მიერ ტესტირება ჩაბარებულად ითვლება, თუ მან 75 კითხვას გასცა სწორი პასუხი.
29. დადებითი შეფასების მიღებისას გამოსაცდელი დაიშვება მომდევნო ეტაპზე.
30. ტესტების პასუხები მოწმდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ან მოწვეული სპეციალისტის მიერ კომისიის წევრის თანდასწრებით, კომპიუტერის ან სხვა საშუალების მეშვეობით.
31. ტესტის გასწორების დროს დაცული უნდა იყოს როგორც გამოსაცდელის, ისე გამომცდელის ანონიმურობა, კომისიის წევრისთვის უცნობია, თუ ვის ტესტს ამოწმებს, ასევე გამოსაცდელისთვის უცნობია, თუ ვინ გაასწორებს მის ნაშრომს.
32. ტესტირების დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა კომისია აქვეყნებს ტესტირების შედეგებს.
მუხლი 26. გასაუბრება
1. გასაუბრება ტარდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კანდიდატის და/ან მოხელის ზეპირი გამოკითხვის ფორმით, რომლის მიზანია პირის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური და/ან დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან.
2. გასაუბრების მიმდინარეობა შეიძლება აისახოს აუდიო და/ან ვიდეო ჩანაწერებში.
3. კონკურსის დროს გასაუბრებისას კანდიდატის შეფასება ხდება კომისიის თითოეული წევრის მიერ მაქსიმუმ 100 ქულით, მინიმუმ 0 ქულით.
4. კომისიის წევრების მიერ თითოეული კანდიდატის ქულებით შეფასება ხდება სპეციალურად მომზადებულ ბლანკებში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის წევრი.
5. კომისიის წევრების მიერ კანდიდატის შეფასებასთან დაკავშირებით შევსებული სპეციალური ბლანკები გადაეცემა კომისიის მდივანს ქულების დაჯამებისა და საბოლოო ქულის გამოთვლის მიზნით.
6. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია თითოეული გამოსაცდელის მიმართ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამებაზე.
7. ქულების გამოთვლა ხდება შემდეგნაირად: კომისიის ყველა წევრის მიერ დაწერილი ქულების ჯამი გაყოფილი კომისიის წევრების რაოდენობაზე (ვინც მოახდინა შეფასება).
8. იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თანაბარი ქულები მიიღეს, კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-5 მუხლით.
9. იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზეც კანდიდატი გაივლის მხოლოდ გასაუბრების ეტაპს, კანდიდატის განხილვისას შეფასება ხორციელდება ასევე ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
10. ატესტაციის დროს გასაუბრებისას კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ და ეცნობა მის დახასიათებას, მოხელე პასუხობს კომისიის წევრების შეკითხვებს სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე.
11. გასაუბრება მოხელისათვის ტარდება სტრუქტურული ერთეულის (ქვედანაყოფის) ხელმძღვანელის დასწრებით, სადაც მოხელე მუშაობს.
12. კომისია ისმენს და ითვალისწინებს მოხელის ხელმძღვანელის დახასიათებას.
თავი VI
საჯარო მოხელეთა რეზერვი
მუხლი 27. მოხელეთა რეზერვი
1. მოხელეთა რეზერვი არის იმ პირთა შესახებ მონაცემების ერთობლიობა, რომლებიც თავისი კვალიფიკაციით და გამოცდილებით წარმოადგენენ რეალურ კანდიდატებს კონტროლის პალატის სისტემაში თანამდებობის დასაკავებლად.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი კანდიდატი, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ დაინიშნა ამ თანამდებობაზე, თანხმობის შემთხვევაში ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. მოხელემ, რომელსაც სურს რეზერვში ჩარიცხვა, უნდა წარმოადგინოს განცხადება რეზერვში ჩარიცხვის შესახებ და შრომის წიგნაკი.
მუხლი 28. რეზერვიდან დანიშვნის წესი
1. უფლებამოსილი დამნიშნავი პირი, რომელიც საჭიროებს მოხელეს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიას აცნობებს ვაკანსიის არსებობას, თანამდებობის დასახელების და მის დასაკავებლად წამოყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების მინიშნებით.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელით კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილ დამნიშნავ პირს უგზავნის რეზერვიდან ამონაწერს იმ პირის ან პირთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, აგრეთვე მათი ნამსახურობის ნუსხებს.
3. დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობაზე ნიშნავს შესაბამის კანდიდატს მისი განცხადების საფუძველზე.
4. რეზერვში ჩარიცხულმა პირმა შეიძლება უარი განაცხადოს დანიშვნაზე კანონმდებლობის შესაბამისად.
5. იმ შემთხვევაში, თუ დამნიშნავმა პირმა არ მოითხოვა რეზერვიდან წარმოდგენილი კანდიდატები ან არ გამოცხადდა კონკურსი კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად, შესაძლებელია ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა მოვალეობის შემსრულებლად კონკურსის შედეგებამდე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად.
მუხლი 29. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვის წესი
1. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ქმნის შესაბამისი დაწესებულების მოხელეთა რეზერვს.
3. მოხელეთა რეზერვიდან პირის გამოყვანა ხდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირი დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე;
ბ) პირი გასამართლებულ იქნა განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;
გ) პირი სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;
დ) პირს სასამართლოს მიერ ჩამოერთვა შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) პირმა მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
ვ) პირმა მიაღწია სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს;
ზ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;
თ) პირის პირადი განცხადების საფუძველზე.
დანართი №1
საქართველოს კონტროლის პალატის
მოხელის დახასიათება
მოხელის გვარი, სახელი ——————-———
დაკავებული თანამდებობა —————————————————————————
ცნობები განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ ———————————————————————————————————————————————————-—————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————
————————————————————— (რომელი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა და როდის, აქვს თუ არა სამეცნიერო ხარისხი) (ან აიმაღლა თუ არა კვალიფიკაცია და როდის)
მოხელის ფუნქცია-მოვალეობები ———————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————-———————————————————————————პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები ——————————————————————————-———————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————
წახალისებები ————————————————————————-————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები ————————————————————————————————————————————————————————————————-——————————————————————————————
უარყოფითი ჩვევები ——————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————
წინადადებები მოხელის შესაძლო თანამდებობრივი დაწინაურების ან სხვა სამუშაოზე გადაყვანის, საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ რეკომენდაციები —————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————
ხელმძღვანელის ხელმოწერა —————————
თარიღი ———————————
დანართი №2
საატესტაციო ფურცელი
1. ატესტაციის ჩატარების თარიღი „—“ — 200 წელი
2. გვარი, სახელი —————————————
3. დაბადების თარიღი ——————
4. დაკავებული თანამდებობა ———————————————————-————
5. მუშაობის საერთო სტაჟი —————————
6. მათ შორის, კონტროლის პალატაში ————
7. უკანასკნელი ატესტაციის შედეგები ——————————————————-—
8. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მოხელის საქმიანობის შეფასება (დასკვნა) —————————————————————————————————————————————————————————————————————————9. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია———————-—————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————
ხელმოწერები:
კომისიის თავმჯდომარე ——————————-
კომისიის მდივანი —————————————
გავეცანი —————————————————-
(მოხელის ხელმოწერა)
დანართი №3
საქართველოს კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების პროგრამა
1. საქართველოს კონსტიტუცია
2. საქართველოს კანონი „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“
3. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
4. საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება (გადაცდომა).
ასაკი, რომლის მიღწევის შემდეგ დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა. ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი.
საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის განმარტება და დადგენილი სახდელი.
განმარტება და დადგენილი სახდელი იმ ჰუმანური დახმარების პროდუქციის გაყიდვისთვის, რომელიც განკუთვნილი იყო უფასოდ გასაცემად.
სასაქონლო (მომსახურების) ან სხვა კომერციული აღნიშვნის ნიშნის უკანონო გამოყენების განმარტება და დადგენილი სახდელი.
სამეწარმეო საქმიანობის წესის და დარღვევის განმარტება და დადგენილი სახდელი.
განმარტება და დადგენილი სახდელი ცენტრალური ბიუჯეტიდან ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდიდან გამოყოფილი, ან/და ცენტრალური ბიუჯეტის ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის კუთვნილი ფულადი სახსრების გადარიცხვისა და გაცემის დაგვიანებისთვის.
სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ან მეთოდის არასწორად შერჩევა.
სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა.
სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების წესების დარღვევა.
სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოსთვის კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა;
სახელმწიფო კონტროლისა და ხედამხედველობის განხორციელებისათვის ხელის შეშლა.
ქონებრივი მდგომარეობის ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობისთვის დადგენილი სახდელი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოები (თანამდებობის პირები).
გარემოებანი, რომლებიც გამორიცხავენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ვადები.
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებათა აღსრულების ხანდაზმულობა.
7. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
8. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
9. საქართველოს კანონი „გრანტის შესახებ“
10. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“
11. საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“
12. საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
13. საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
კერძო სამართლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებები. იურიდიული პირის ადგილსამყოფელი; იურიდიული პირის ფილიალი; სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირები; კავშირისა და ფონდის რეგისტრაცია; ხანდაზმულობის საერთო ვადა; ხანდაზმულობის ვადის ათვლის წესი; მფლობელობის ცნება, სახეები; საკუთრების ცნება. საკუთრების უფლებების შინაარსი; საჯარო რეესტრის დანიშნულება; უძრავი ნივთის გასხვისების წესი; ქირავნობის ცნება; იჯარის ცნება; დაზღვევის ცნება; საბანკო მომსახურებისას საიდუმლოების დაცვის ვალდებულება.
15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები; იურიდიული პირის სასჯელის სახეები, ლიკვიდაცია, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ჯარიმა, ქონების ჩამორთმევა; კანონიერი საამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლა; მიწასთან დაკავშირებული გარიგებების უკანონო რეგისტრაცია; უკანონო სამეწარმეო საქმიანობა; ცრუ მეწარმეობა; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება); უკანონო ქმედება გაკოტრებისას; საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გაკოტრებისას; კრედიტის უკანონოდ მიღება; საბაჟო წესის დარღვევა; საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობა; გადასახადისთვის თავის არიდება; სამუშაოს წარმოებისას გარემოს დაცვის წესის დარღვევა; ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა; წყლით სარგებლობის წესის დარღვევა; წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის დარღვევა; საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე; სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა; სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა; ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა ან არასწორი თარგმანი.
16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
გამომძიებლის სტატუსი (დადგენილების სავალდებულობა); გამომძიებლის უფლებამოსილებანი; ექსპერტი; სპეციალისტი; სპეციალისტის უფლება-მოვალეობანი; საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნისა და დამსწრის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები; მტკიცებულების ცნება; სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა პასუხისმგებლობა გამოუცხადებლობასა და თავიანთ მოვალეობათა შესრულებაზე უარის თქმისათვის; ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი; სასამართლო ექსპერტიზის საპროცესო ფორმა; ექსპერტად დანიშნული პირი; ექსპერტიზის ობიექტი; ექსპერტიზის კომპეტენციის ფარგლები.
17. საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“
18. საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“
19. საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის და გარანტიების შესახებ“
20. საქართველოს კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ“
21. საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“
22. საქართველოს საბაჟო კოდექსი
საქართველოს საბაჟო პოლიტიკა, მისი მიზნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსი. საქართველოს საბაჟო ტერიტორია. თავისუფალი საბაჟო ზონებისა და თავისუფალი საწყობების ტერიტორიები.
თავისუფალი საბაჟო ზონებისა და თავისუფალი საწყობების ტერიტორიებზე მოქმედი საბაჟო რეჟიმები.
საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები ან შეთანხმებები საბაჟო ურთიერთობათა სფეროში.
ურთიერთობათა დარეგულირება სხვა კანონით ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რომლებიც საბაჟო კანონმდებლობის პრეროგატივას წარმოადგენს.
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის უფლება.
საბაჟო გადასახდელები. პასუხისმგებლობა საბაჟო გადასახდელების გადახდისათვის. საბაჟო გაფორმების ადგილი და დრო. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდები.
დეკლარირების წესი საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას, აგრეთვე საბაჟო რეჟიმის შეცვლისას. საბაჟო სატვირთო დეკლარაციის წარდგენის ვადები. დეკლარანტი.
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებისათვის გამოყენებული დეკლარაციის სახეები. საბანკო გარანტია და გირაო.
საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული საბაჟო კონტროლი. საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო კონტროლისათვის საჭირო დოკუმენტებისა და ცნობების შენახვის ვადები. საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას განხორციელებული საბაჟო კონტროლის ფორმები. საბაჟო ორგანოების უფლება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, დანიშნონ ან ჩაატარონ იმ პირთა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო ორგანოების კონტროლს დაქვემდებარებულ საქმიანობას.
სავალუტო კონტროლის აგენტი საქართველოში. კონტრაბანდა, აგრეთვე საბაჟო კანონმდებობის სხვა დარღვევები, მათი შედეგები. კონტრაბანდისა და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა მოკვლევის ორგანო. საბაჟო ორგანოების მიერ საქონლის კლასიფიცირება. საბაჟო ორგანოებისა და მათი სახელმწიფო მოხელეების პასუხისმგებლობა.
23. საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო სისტემა; საგადასახადო კოდექსში გამოყენებული ტერმინები და ცნებები; საწარმოები, ორგანიზაციები და ფიზიკური პირები; გადასახადის გადამხდელები და საგადასახადო აგენტები; გადასახადის გადამხდელთა ინფორმირება; საქართველოს საგადასახადო ორგანოები და მათი ძირითადი ფუნქციები; საგადასახადო ორგანოების უფლებები და ვალდებულებები; საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულების წესი; საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლა; „საგადასახადო მოთხოვნა“, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ და მათი შესრულება; საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები; გადასახადით დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო ანგარიშგება; საგადასახადო კონტროლის ძირითადი დებულებები; მიმდინარე კონტროლის პროცედურები; გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურები; საგადასახადო შემოწმება; საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზოგადი დებულებანი; საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა; საგადასახადო დავის განხილვის საერთო წესი; საგადასახადო დავის განხილვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში; საგადასახადო დავის განხილვა არბიტრაჟის მიერ; საშემოსავლო გადასახადი; მოგების გადასახადი; დამატებული ღირებულების გადასახადი. აქციზი; სოციალური გადასახადი; ქონების გადასახადი; სათამაშო ბიზნესის გადასახადი.
24. საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“
25. საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
26. საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“
27. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
28. საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“
29. საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“
30. საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“
31. საქართველოს კანონი „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“
32. საქართველოს კანონი „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“
33. ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო დაწესებულებებში
ა) საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“;
ბ) ფინანსთა მინისტრის 27.12.2005 №1278 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“
გ) საქართველოს პრეზიდენტის 06.02.1998 №70 ბრძანებულება „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თ აობაზე“.
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 31.12.1999, №328 ბრძანება „სალაროს მეურნეობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ე) საქართველოს პრეზიდენტის 20.04.2005 №231 ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“.
34. ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები (საერთაშორისო სტანდარტები)
ა) ბუღალტრული აღრიცხვის არსი, პრინციპები
სამეურნეო აღრიცხვა, მისი არსი, მნიშვნელობა, სახეები.
ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირების საკანონმდებლო ბაზა.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები და მარეგულირებელი ორგანოები.
ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი დაშვებები – დარიცხვის მეთოდი, ფუნქციონირებადი საწარმო.
ბ) ფინანსური ანგარიშგება
ფინანსური ანგარიშგება, მისი არსი და მიზანი. ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის მომხმარებლები.
ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები, ფინანსური ინფორმაციის საიმედოობაზე მოქმედი ფაქტორები. ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და ელემენტები, მათი აღიარება. ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შეფასების მეთოდები. სააღრიცხვო ინფორმაციის განზოგადება. დარიცხვის მეთოდი, მისი მნიშვნელობა ფინანსური ანგარიშგების მომზადებისათვის. კორექტირებები, მათი აუცილებლობა. ძირითადი მაკორექტირებელი გატარებები.
გ) ბალანსირების პრინციპები
ბალანსირების პრინციპები. საბალანსო ტოლობა.
ბუღალტრული ბალანსი, მისი არსი და ელემენტები. ბალანსის მუხლები, მათი დაჯგუფება. ლიკვიდურობა – ბალანსის მუხლების დაჯგუფების პრინციპი.
გრძელვადიანი და მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივები აქტივად აღიარების კრიტერიუმი. გრძელვადიანი და მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები.
საკუთარი კაპიტალი, ბალანსში მისი ასახვის თავისებურებები.
ბალანსის მომზადების ფორმატი – ჰორიზონტალური (ორმხრივი) და ვერტიკალური (ცალმხრივი).
დ) ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშები
ბუღალტრული ანგარიშები, მათი დანიშნულება და გამოყენების პრინციპები.
ანგარიშის დებეტი, კრედიტი, სალდო (ნაშთი). ორმაგი აღრიცხვის სისტემა. ანგარიშების კლასიფიკაცია.
ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა, მისი შედგენის საფუძველი და რეგლამენტირება.
ბუღალტრული რეგისტრები: მთავარი ჟურნალი, მთავარი წიგნი (რეგისტრი) დამხმარე რეგისტრები. მათი წარმოების წესი.
საჟურნალო ჩანაწერი – ბუღალტრული გატარება (მუხლი).
სააღრიცხვო ციკლის ძირითადი ფაზები. საცდელი ბალანსის მომზადდება, ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) მომზადება.
ე) ფულადი საშუალებების აღრიცხვა
ფულადი საშუალებები და მათი ეკვივალენტები, შეფასება და აღიარება.
სალაროს ოპერაციების წარმოების წესი, მისი რეგლამენტირება. სალაროს ოპერციების დოკუმენტაცია და აღრიცხვა.
უნაღდო ანგარიშსწორების ფორმები. ანგარიშსწორების ანგარიშის ოპერაციების დოკუმენტაცია და აღრიცხვა.
უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაციების აღრიცხვა. უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგების აღრიცხვა.
ვ) ფულის ღირებულება დროში
ფულის ღირებულებაზე მოქმედი ფაქტორები – დრო (მიმდინარე, მომავალი) და საპროცენტო განაკვეთი. ზრდის კოეფიციენტი.
ფულის მომავალი ღირებულება, მისი გაანგარიშების წესი.
დისკონტირების განაკვეთი. ფულის მიმდინარე (დისკონტირებული) ღირებულება, მისი გაანგარიშების წესი.
საპროცენტო თანხის გადახდა/მიღების წესი. ანუიტეტი, მისი პირობები. ანუიტეტის გადახდები, მისი მომავალი და მიმდინარე ღირებულება.
აქტივების და ვალდებულებების შეფასება, დისკონტირებული და არადისკონტირებული თანხები, მათი დამოკიდებულება საპროცენტო განაკვეთისა და დროის პერიოდის სიდიდეზე.
ზ) ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
ძირითადი საშუალებები, მათი კლასიფიკაცია და შეფასება. ძირითადი საშუალებების პირვანდელი ღირებულება (თვითღირებულება), მისი კომპონენტები. ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება.
ძირითადი საშუალებების შეძენის (მიღების) აღრიცხვა, მისი მეთოდები.
ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, მათი აღრიცხვა. კაპიტალიზირებული და არაკაპიტალიზირებული ხარჯები.
ძირითადი საშუალებების ცვეთისა და ამორტიზაციის აღრიცხვა. ამორტიზაციის გაანგარიშების მეთოდები.
ძირითადი საშუალებების გადაფასების აღრიცხვა. გადაფასების რეზერვი, მისი შექმნისა და გამოყენების წესი. გადაფასებული აქტივების ცვეთის აღრიცხვა, მისი მეთოდები.
ძირითადი საშუალებების გასვლის, რეალიზაციის აღრიცხვა.
თ) იჯარის აღრიცხვა
იჯარის ცნება, მისი არსი. საიჯარო ურთიერთობების კლასიფიკაცია, მისი საფუძველი.
ფინანსური იჯარა, მისი არსი. ფინანსური იჯარის დამახასიათებელი პირობები.
ფინანსური იჯარის აღიარება და შეფასება მოიჯარის ბალანსში.
იჯარის ღირებულება, როგორც ინვესტიცია, მისი შემადგენლობა მოიჯარესა და მეიჯარისათვის.
ფინანსური იჯარის აღრიცხვა მოიჯარესთან და მეიჯარესთან.
ჩვეულებრივი (ოპერაციული) იჯარა, მისი არსი. ჩვეულებრივი იჯარის აღრიცხვა მოიჯარესთან და მეიჯარესთან.
ი) არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
არამატერიალური აქტივების არსი და სახეები.
არამატერიალური აქტივების შეძენის აღრიცხვა.
არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის აღრიცხვა, მისი თავისებურებები.
არამატერიალური აქტივების გაუფასურება, აქტივის არაამორტიზირებული ნაწილის აღიარება და აღრიცხვა.
გუდვილი, მისი სიდიდე, წარმოშობისა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის მომენტი.
ჩვეული (დამახასიათებელი) და შეძენილი, დადებითი და უარყოფითი გუდვილი. გუდვილის გაანგარიშების მეთოდები. გუდვილის აღრიცხვა.
კ) ინვესტიციების აღრიცხვა
ინვესტიციები, მისი სახეები და შეფასება.
მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინვესტიციების აღრიცხვა ინვესტორთან და გამყიდველთან.
პროცენტის გაანგარიშებისა და დარიცხვის მეთოდები. ნომინალური და საბაზრო საპროცენტო განაკვეთი. სხვაობა საბაზრო და ნომინალურ საპროცენტო განაკვეთებს შორის: პრემიუმი (ფასნამატი), დისკონტი (ფასდაკლება), მათი ამორტიზაცის მეთოდი.
ინვესტიციების გადაფასება, მისი მეთოდები და აღრიცხვა.
ლ) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მარაგების) აღრიცხვა
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, მათი კლასიფიკაცია და ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეფასება. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრის საბაზისო და ნებადართული ალტერნატული მეთოდები.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის მეთოდები. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის აღრიცხვა მუდმივი და პერიოდული მეთოდით.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაფასება, მისი თავისებურებები და შედეგების აღრიცხვა.
მ) მოთხოვნების აღრიცხვა
მოთხოვნების წარმოშობის საფუძველი.
მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი მოთხოვნების აღრიცხვა.
თამასუქი, მისი გამოყენება მოთხოვნების აღრიცხვისას. თამასუქის ძირითადი თანხისა და მისაღები პროცენტების აღრიცხვა. პროცენტის გაანგარიშების მეთოდები.
სხვა მოთხოვნების აღრიცხვა: გაცემული ავანსების, საქვეანგარიშო თანხების, მისაღები დივიდენდების, მისაღები პროცენტების და სხვა მოთხოვნების აღრიცხვა.
საეჭვო და უიმედო ვალები, მათი თავისებურებები. უიმედო მოთხოვნების აღრიცხვა.
საეჭვო მოთხოვნების რეზერვი, მისი სახეები და განსაზღვრის ძირითადი მეთოდები. საეჭვო მოთხოვნების რეზერვის შექმნისა და გამოყენების აღრიცხვა.
საეჭვო და უიმედო მოთხოვნების ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში.
ნ) ვალდებულებების აღრიცხვა
ვალდებულებების წარმოშობა და კლასიფიკაცია.
გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა.
მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებების აღრიცხვა. მოწოდებით და მომსახურებით წარმოქმნილი ვალდებულებების აღრიცხვა; ხელფასით ანგარიშსწორების აღრიცხვა; მიღებული ავანსების აღრიცხვა; გადასახდელი გადასახადების აღრიცხვა.
მოგების გადასახადის აღრიცხვა. განსხვავებები სააღრიცხვო და საგადასახადო მოგებას შორის, მისი მიზეზები, სახეები და აღრიცხვის წესი.
გადასახდელი დივიდენდებისა და გადასახდელი პროცენტების აღრიცხვა.
ო) საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა
კაპიტალი – საწარმოს ფინანსირების წყარო. საკუთარი კაპიტალის სტრუქტურა. საწესდებო კაპიტალი, საემისიო კაპიტალი, სარეზერვო კაპიტალი, გაუნაწილებელი (რეინვესტირებული) მოგება.
სააქციო საზოგადოებების საწესდებო კაპიტალი, მისი აღრიცხვა. აქციების სახეები.
აქციების გამოშვების აღრიცხვა. ხელმოწერით აქციების გავრცელების აღრიცხვა. ოფციონით აქციების გამოშვების აღრიცხვა. საკუთარი აქციების გამოსყიდვისა და მეორადი გაყიდვის აღრიცხვა. გამოსყიდული აქციების გაუქმების აღრიცხვა. აქციების დანაწევრების აღრიცხვა. აქციების კონვერტირება, მისი აღრიცხვა.
გაუნაწილებელი მოგების აღრიცხვა.
რეზერვები, მათი შექმნისა და გამოყენების აღრიცხვა.
ანგარიშგება საკუთარი კაპიტალის შესახებ.
პ) შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
შემოსავლები და ხარჯები, მათი კლასიფიკაცია, შეფასება და აღიარების მეთოდები. შემოსავლები საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებებიდან, მათი აღრიცხვა.
პროდუქციის თვითღირებულება, მისი შემადგენლობა და აღრიცხვა. მიწოდების ხარჯების აღრიცხვა; საერთო და ადმინისტრაციული ხარჯების აღრიცხვა.
არასაოპერაციო შემოსავლების აღრიცხვა: შემოსავლები დივიდენდებიდან, შემოსავლები პროცენტებიდან, სახელმწიფო გრანტებისა და დახმარებების აღრიცხვა.
არასაოპერაციო ხარჯების აღრიცხვა.
სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების აღიარება-აღრიცხვა.
35. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ასს)
ა) აუდიტის ზოგადი მიმოხილვა, მისი მიზანი და ამოცანები
ცნება აუდიტის შესახებ, აუდიტის მიზანი და ამოცანები. აუდიტორული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება საქართველოში. აუდიტორული საქმიანობის საკანონმდებლო უზრუნველყოფა.
აუდიტის სახეები. აუდიტის ჩატარების ზოგადი სქემა (ეტაპები). აუდიტის ადგილი კონტროლის ერთიან სისტემაში, აუდიტი და რევიზია.
აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ასს), მათი ზოგადი დახასიათება.
ცნებები: ბუღალტრული შეფასება, ანალიზური პროცედურები, მტკიცებები, აუდიტორული მტკიცებულება, გარანტია, დასაბუთებული გარანტია, აუდიტის პროგრამა, აუდიტორული რისკი, კონტროლის რისკი, შეუმჩნევლობის რისკი, თანდაყოლილი რისკი, შერჩევის რისკი, აუდიტორული შერჩევა, სტრატიფიკაცია, მოქმედი აუდიტორი, გარე აუდიტორი, ახალმოსული აუდიტორი, სხვა აუდიტორი, წინამორბედი აუდიტორი, მთავარი აუდიტორი, აუდიტორის ასოცირებულობა, შესადარისი ინფორმაცია, შესადარისი ფინანსური ანგარიშგება, ფინანსური ანგარიშგების – 23 – მტკიცებები, შესაბამისი ციფრობრივი მონაცემები, დასტური, დოკუმენტაცია, შეცდომა, სავარაუდო შეცდომა, ასატანი შეცდომა, არსებითი შეუსაბამობა, არსებითობა, უზუსტობა, თაღლითობა, მასშტაბის შეზღუდვა (ასს 110).
აუდიტისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების სტრუქტურული საფუძვლები (ასს 120).
ბ) პასუხისმგებლობა აუდიტზე
ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიზანი. აუდიტის ზოგადი პრინციპები. აუდიტის მასშტაბი. დასაბუთებული გარანტია. აუდიტის თანმდევი შეზღუდვები. პასუხისმგებლობა ფინანსურ ანგარიშგებაზე (ასს 200).
აუდიტის ჩატარების პირობები (ასს 210).
აუდიტორული საქმიანობის ხარისხის კონტროლი, მისი პოლიტიკა და პროცედურები. აუდიტის ხარისხის კონტროლი, მისი ბერკეტები (ასს 220).
სამუშაო დოკუმენტების ფორმა და შინაარსი; სამუშაო დოკუმენტების კონფიდენციალურობა, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შენახვის ვადები და კუთვნილება (ასს 230).
თაღლითობა და შეცდომა, მათი რისკების შეფასება. აღმოჩენა, აუდიტის თანმდევი შეზღუდვები თაღლითობისა და შეცდომის აღმოჩენაში. აუდიტორული გარიგებიდან გამოსვლა (ასს 240).
კანონმდებლობის გათვალისწინება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დროს. შეუსაბამობა, მისი არსი. პასუხისმგებლობა კანონმდებლობის დაცვაზე. კანონმდებლობის დარღვევის აღმოჩენის პროცედურები. გარიგებიდან გამოსვლა. (ასს 250).
გ) აუდიტის დაგეგმვა
აუდიტის საერთო გეგმა; აუდიტის პროგრამა (ასს 300).
საქმიანობის ცოდნა, ცოდნის შეძენა და გამოყენება; დამკვეთის საქმიანობის ცოდნისათვის განსახილველი საკითხები (ასს 310).
აუდიტორული არსებითობა; ურთიერთკავშირი არსებითობასა და აუდიტორულ რისკს შორის; უზუსტობების გავლენის შეფასება (ასს 320).
დ) რისკის შეფასება და შიდა კონტროლის სისტემა
აუდიტორული რისკი და მისი კომპონენტები. თანდაყოლილი რისკის შეფასება ფინანსური ანგარიშგების დონეზე, ანგარიშთა ნაშთებისა და ოპერაციათა კატეგორიების დონეზე; ბუღალტრული აღრიცხვისა და შიდა კონტროლის სისტემები; შიდა კონტროლის თანდაყოლილი შეზღუდვები; ბუღალტრული აღრიცხვისა და შიდა კონტროლის სისტემის შესწავლა; კონტროლის რისკის წინასწარი შეფასება; კონტროლის რისკის შესწავლისა და შეფასების დოკუმენტირება; კონტროლის ტესტები; აუდიტორული მტკიცებულების ხარისხი და დროულობა; კონტროლის რისკის საბოლოო შეფასება; ინფორმირება ნაკლოვანებების შესახებ (ასს 400).
ე) აუდიტორული მტკიცებულება. მათი მოპოვების ხერხები
აუდიტორული მტკიცებულება, კონტროლის ტესტები, ძირითადი პროცედურები. აუდიტორული მტკიცებულებების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები.
ფინანსური ანგარიშგების მტკიცებების კატეგორიები. პროცედურები აუდიტორული მტკიცებულებების მოსაპოვებლად (ასს 500).
აუდიტორული შერჩევა (ასს 530).
ბუღალტრული შეფასება, მისი ხასიათი; აუდიტორული პროცედურები; დამოუკიდებელი შეფასების გამოყენება (ასს 540).
ვ) აუდიტორული დასკვნები და ანგარიშგება
აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე. აუდიტორული დასკვნის ძირითადი ელემენტები.
აუდიტორული დასკვნის სახეები.
აუდიტის მასშტაბის შეზღუდვის გავლენა აუდიტორულ დასკვნაზე. უთანხმოება ხელმძღვანელობასთან და მისი გავლენა აუდიტორულ დასკვნაზე. (ასს 700).
შესადარისი ინფორმაცია: შესაბამისი ციფრობრივი მონაცემები; შესადარისი ფინანსური ანგარიშგება; აუდიტორის პასუხისმგებლობა და ანგარიშგება (ასს 710).
ზ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მეთოდიკის საკითხები
ბალანსის შედგენის სისწორის ზოგადი შეფასება; აქტივების ვალდებულებებისა და საკუთარი კაპიტალის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის სისწორის განსაზღვრა, მოგება-ზარალის შესახებ ანგარიშგებაში ინფორმაციის ასახვის სისწორის შემოწმება; ანგარიშგება ფულადი საშუალებების მოძრაობის შესახებ, მისი შემოწმება.

1. საქართველოს კონსტიტუცია 2. საქართველოს კანონი „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“
3. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
4. საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება (გადაცდომა).
ასაკი, რომლის მიღწევის შემდეგ დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა. ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი.
საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის განმარტება და დადგენილი სახდელი.
განმარტება და დადგენილი სახდელი იმ ჰუმანური დახმარების პროდუქციის გაყიდვისთვის, რომელიც განკუთვნილი იყო უფასოდ გასაცემად.
სასაქონლო (მომსახურების) ან სხვა კომერციული აღნიშვნის ნიშნის უკანონო გამოყენების განმარტება და დადგენილი სახდელი.
სამეწარმეო საქმიანობის წესის და დარღვევის განმარტება და დადგენილი სახდელი.
განმარტება და დადგენილი სახდელი ცენტრალური ბიუჯეტიდან ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდიდან გამოყოფილი, ან/და ცენტრალური ბიუჯეტის ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის კუთვნილი ფულადი სახსრების გადარიცხვისა და გაცემის დაგვიანებისთვის.
სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ან მეთოდის არასწორად შერჩევა.
სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა.
სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების წესების დარღვევა.
სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოსთვის კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა;
სახელმწიფო კონტროლისა და ხედამხედველობის განხორციელებისათვის ხელის შეშლა.
ქონებრივი მდგომარეობის ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობისთვის დადგენილი სახდელი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოები (თანამდებობის პირები).
გარემოებანი, რომლებიც გამორიცხავენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ვადები.
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებათა აღსრულების ხანდაზმულობა.
7. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 8. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
9. საქართველოს კანონი „გრანტის შესახებ“
10. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“
11. საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“
12. საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
13. საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
კერძო სამართლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებები. იურიდიული პირის ადგილსამყოფელი; იურიდიული პირის ფილიალი; სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირები; კავშირისა და ფონდის რეგისტრაცია; ხანდაზმულობის საერთო ვადა; ხანდაზმულობის ვადის ათვლის წესი; მფლობელობის ცნება, სახეები; საკუთრების ცნება. საკუთრების უფლებების შინაარსი; საჯარო რეესტრის დანიშნულება; უძრავი ნივთის გასხვისების წესი; ქირავნობის ცნება; იჯარის ცნება; დაზღვევის ცნება; საბანკო მომსახურებისას საიდუმლოების დაცვის ვალდებულება.
15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები; იურიდიული პირის სასჯელის სახეები, ლიკვიდაცია, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ჯარიმა, ქონების ჩამორთმევა; კანონიერი საამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლა; მიწასთან დაკავშირებული გარიგებების უკანონო რეგისტრაცია; უკანონო სამეწარმეო საქმიანობა; ცრუ მეწარმეობა; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება); უკანონო ქმედება გაკოტრებისას; საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გაკოტრებისას; კრედიტის უკანონოდ მიღება; საბაჟო წესის დარღვევა; საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობა; გადასახადისთვის თავის არიდება; სამუშაოს წარმოებისას გარემოს დაცვის წესის დარღვევა; ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა; წყლით სარგებლობის წესის დარღვევა; წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის დარღვევა; საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე; სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა; სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა; ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა ან არასწორი თარგმანი.
16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
გამომძიებლის სტატუსი (დადგენილების სავალდებულობა); გამომძიებლის უფლებამოსილებანი; ექსპერტი; სპეციალისტი; სპეციალისტის უფლება-მოვალეობანი; საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნისა და დამსწრის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები; მტკიცებულების ცნება; სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა პასუხისმგებლობა გამოუცხადებლობასა და თავიანთ მოვალეობათა შესრულებაზე უარის თქმისათვის; ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი; სასამართლო ექსპერტიზის საპროცესო ფორმა; ექსპერტად დანიშნული პირი; ექსპერტიზის ობიექტი; ექსპერტიზის კომპეტენციის ფარგლები.
17. საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“
18. საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“
19. საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის და გარანტიების შესახებ“
20. საქართველოს კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ“
21. საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“
22. საქართველოს საბაჟო კოდექსი
საქართველოს საბაჟო პოლიტიკა, მისი მიზნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსი. საქართველოს საბაჟო ტერიტორია. თავისუფალი საბაჟო ზონებისა და თავისუფალი საწყობების ტერიტორიები.
თავისუფალი საბაჟო ზონებისა და თავისუფალი საწყობების ტერიტორიებზე მოქმედი საბაჟო რეჟიმები.
საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები ან შეთანხმებები საბაჟო ურთიერთობათა სფეროში.
ურთიერთობათა დარეგულირება სხვა კანონით ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რომლებიც საბაჟო კანონმდებლობის პრეროგატივას წარმოადგენს.
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის უფლება.
საბაჟო გადასახდელები. პასუხისმგებლობა საბაჟო გადასახდელების გადახდისათვის. საბაჟო გაფორმების ადგილი და დრო. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდები.
დეკლარირების წესი საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას, აგრეთვე საბაჟო რეჟიმის შეცვლისას. საბაჟო სატვირთო დეკლარაციის წარდგენის ვადები. დეკლარანტი.
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებისათვის გამოყენებული დეკლარაციის სახეები. საბანკო გარანტია და გირაო.
საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული საბაჟო კონტროლი. საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო კონტროლისათვის საჭირო დოკუმენტებისა და ცნობების შენახვის ვადები. საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას განხორციელებული საბაჟო კონტროლის ფორმები. საბაჟო ორგანოების უფლება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, დანიშნონ ან ჩაატარონ იმ პირთა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო ორგანოების კონტროლს დაქვემდებარებულ საქმიანობას.
სავალუტო კონტროლის აგენტი საქართველოში. კონტრაბანდა, აგრეთვე საბაჟო კანონმდებობის სხვა დარღვევები, მათი შედეგები. კონტრაბანდისა და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა მოკვლევის ორგანო. საბაჟო ორგანოების მიერ საქონლის კლასიფიცირება. საბაჟო ორგანოებისა და მათი სახელმწიფო მოხელეების პასუხისმგებლობა.
23. საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო სისტემა; საგადასახადო კოდექსში გამოყენებული ტერმინები და ცნებები; საწარმოები, ორგანიზაციები და ფიზიკური პირები; გადასახადის გადამხდელები და საგადასახადო აგენტები; გადასახადის გადამხდელთა ინფორმირება; საქართველოს საგადასახადო ორგანოები და მათი ძირითადი ფუნქციები; საგადასახადო ორგანოების უფლებები და ვალდებულებები; საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულების წესი; საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლა; „საგადასახადო მოთხოვნა“, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ და მათი შესრულება; საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები; გადასახადით დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო ანგარიშგება; საგადასახადო კონტროლის ძირითადი დებულებები; მიმდინარე კონტროლის პროცედურები; გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურები; საგადასახადო შემოწმება; საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზოგადი დებულებანი; საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა; საგადასახადო დავის განხილვის საერთო წესი; საგადასახადო დავის განხილვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში; საგადასახადო დავის განხილვა არბიტრაჟის მიერ; საშემოსავლო გადასახადი; მოგების გადასახადი; დამატებული ღირებულების გადასახადი. აქციზი; სოციალური გადასახადი; ქონების გადასახადი; სათამაშო ბიზნესის გადასახადი.
24. საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“
25. საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
26. საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“
27. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
28. საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“
29. საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“
30. საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“
31. საქართველოს კანონი „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“
32. საქართველოს კანონი „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“
33. ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო დაწესებულებებში
ა) საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“;
ბ) ფინანსთა მინისტრის 27.12.2005 №1278 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“
გ) საქართველოს პრეზიდენტის 06.02.1998 №70 ბრძანებულება „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.