,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№116
სარეგისტრაციო კოდი
210070000.22.027.014761
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 72, 21/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 210.070.000.22.027.014.761

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №116

2010 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა შესაბამიასად,

ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტების გამოქვეყნებისათვის დაწესდეს შემდეგი საფასური:

ა) ერთი გვერდიდან 10 გვერდის ჩათვლით – თითოეული გვერდის გამოქვეყნებისათვის 20 (ოცი) ლარი;

ბ) 11 გვერდიდან 50 გვერდის ჩათვლით – თითოეული გვერდის გამოქვეყნებისათვის 15 (თხუთმეტი) ლარი;

გ) 50 გვერდზე მეტი – თითოეული გვერდის გამოქვეყნებისათვის 10 (ათი) ლარი.

2. გვერდების რაოდენობა იანგარიშება გამოსაქვეყნებლად წარდგენილი დოკუმენტის თითოეული გვერდის მიხედვით. არასრული გვერდი ჩაითვლება ერთ გვერდად.

3. გამოქვეყნებისათვის დაწესებული საფასურის გადახდა შესაძლებელია წინასწარი გადახდის ფორმით ან ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთან“ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

4. განმცხადებელს გადახდილი საფასური უბრუნდება, თუ:

ა) განმცხადებელმა გამოქვეყნების თაობაზე განცხადების შემოტანამდე მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება;

ბ) საფასური გადახდილია ამ ბრძანებით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ ბრძანებით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;

გ) თუ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილია ისეთი დოკუმენტი, რომლის გამოქვეყნებაც არ განეკუთვნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს კომპეტენციას.

5. საფასური ბრუნდება მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

6. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 5 ივნისის №193 ბრძანება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისათვის ტარიფის დამტკიცების შესახებ“.

7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ზ. ადეიშვილი