საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად გამოცდებზე მოსწავლეთა დაშვების აუცილებელი პირობების შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.11.101.004.874
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №178
2001 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად გამოცდებზე მოსწავლეთა დაშვების აუცილებელი პირობების შემოღების შესახებ
საქართველოს “განათლების შესახებ” კანონის III თავის, მე-18 მუხლის, 3 “ე” და 3 “ზ” პუნქტების შესაბამისად, მოსწავლეთათვის საშუალო განათლების ატესტატის გაცემის საქმეში არსებული ნაკლოვანებების აღკვეთის მიზნით, ვბრძანებ:
1. საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად გამოცდებზე დაშვებულ იქნენ საშუალო სკოლის მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთაც მიმდინარე წლის 1 იანვარს შეუსრულდათ არანაკლებ 16 წელი და:
ა) დამთავრებული აქვთ X და XI კლასი საქართველოს (ან სხვა რომელიმე ქვეყნის) სკოლაში;
ბ) ან დამთავრებული აქვთ XI ან XII კლასი საზღვარგარეთ (გარდა დსთ-ის ქვეყნებისა).
2. I პუნქტის „ა“ პუნქტში აღნიშნული მოსწავლეები ატესტაციის მისაღებად აბარებენ გამოსაშვებ გამოცდებს სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით.
3. I პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული მოსწავლეები აბარებენ გამოცდებს სამინისტროს სპეციალურ საგამოცდო კომისიას ქართულ ენასა და ლიტერატურაში და საქართველოს ისტორიაში.
4. ამ ბრძანების მიღებასთან დაკავშირებით, გაუქმდეს საქართველოს განათლების სამინისტროს 1997 წლის 11.06 № 322 ბრძანება.
5.ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლების (გიმნაზიების, ლიცეუმების, კოლეჯების) დირექტორებმა და განათლების ორგანოებმა მკაცრად დაიცვან აღნიშნული ბრძანების მოთხოვნები.
6. აღნიშნული ბრძანება არ ვრცელდება ექსტერნის წესით გამოცდების ჩამბარებელ მოსწავლეებზე.
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საშუალო განათლების სამმართველოს (კ. სუჯაშვილი) და საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამმართველოს (გ. მაჩაბელი).
8. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნების დღიდან.
9. ბრძანება დაეგზავნოთ განათლების ადგილობრივ ორგანოებს და გამოქვეყნდეს გაზეთ “ახალ განათლებაში”.
ალ. კარტოზია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად გამოცდებზე მოსწავლეთა დაშვების აუცილებელი პირობების შემოღების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.08.2006.
- როდის იქნა მიღებული „საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად გამოცდებზე მოსწავლეთა დაშვების აუცილებელი პირობების შემოღების შესახებ“?
- „საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად გამოცდებზე მოსწავლეთა დაშვების აუცილებელი პირობების შემოღების შესახებ“ მიღებულია 27.07.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №178. სარეგისტრაციო კოდი — 430050000.11.101.004874.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად გამოცდებზე მოსწავლეთა დაშვების აუცილებელი პირობების შემოღების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 17.08.2006-დან.
- სად არის „საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად გამოცდებზე მოსწავლეთა დაშვების აუცილებელი პირობების შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.08.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად გამოცდებზე მოსწავლეთა დაშვების აუცილებელი პირობების შემოღების შესახებ“, №178, 27.07.2001, სარეგისტრაციო კოდი 430050000.11.101.004874 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1336687/