აქციონერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ
სს „საქართველოს ბანკის“ (შემდგომში „ბანკი“) აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2011 წლის 15 ივნისს, 15:00 საათზე. ბანკის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. ბანკის 2010 წლის აუდიტირებული შედეგების დამტკიცების შესახებ;
2. დირექტორატის ანგარიში ბანკის 2010 წლის საქმიანობისა და ბანკის მომავალი გეგმებისა და სტრატეგიის შესახებ;
3. მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ;
4. დივიდენდების სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ;
5. დივიდენდების გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ.
2011 წლის 15 ივნისის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
1. დამტკიცდეს „ერნსტ ენდ იანგის“ მიერ აუდიტირებული ბანკის 2010 წლის ფინანსური შედეგები.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
1. დამტკიცდეს დირექტორატის ანგარიში ბანკის 2010 წლის საქმიანობის შესახებ;
2. ცნობად იქნ ე ს მიღებული დირექტორატის ანგარიში ბანკის მომავალი გეგმებისა და სტრატეგიის შესახებ.
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
1. დამტკიცდეს ბანკის დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთობლივი წინადადება 2010 წლის შედეგების მიხედვით მოგების განაწილების შესახებ და ბანკის 2010 წლის მოგების ნაწილ მიმართულ იქნეს დივიდენდების გასაცემად – ერთ აქციაზე 0.30 ლარის ოდენობით.
დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:
1. დივიდენდების სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2011 წლის 1 ივლისი 18.00 სთ-ის მდგომარეობით (თანახმად ბანკის წესდების 5.2.1 პუნქტისა).
დღის წესრიგის მეხუთე საკითხთან დაკავშირებით:
1. დივიდენდების გაცემის დაწყების თარიღად განისაზღვროს 2011 წლის 18 ივლისი (თანახმად ბანკის წესდების 5.2.2 პუნქტისა).
შენიშვნა: ბანკის გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების მფლობელებზე დივიდენდების გაცემა მოხდება დეპოზიტის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
ბანკის აქციონერთა წლიური საერთო კრება გაიმართება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ საკონფერენციო დარბაზ „ოდიშში“ შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, 0103, თელავის ქ. №20.
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2011 წლის 15 ივნისს, 14:00 საათზე.
აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2011 წლის 10 მაისი.
აქციონერთა საერთო წლიურ კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2011 წლის 3 ივნისიდან სს „საქართველოს ბანკის“ აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი“ შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის გამზირი №74ა, თბილისი, საქართველო.