„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება№46
2011 წ ლის25 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 (სსმ 18.03.2011წ., ვებ პორტალი 110318015) ბრძანებაში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება:
1.ბრძანების მე-2– მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიენიჭოს უფლება გამოიყენოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის (შემდგომში – სატყეო დეპარტამენტი) ბეჭდები და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები 2011 წლის 1აგვისომდე.
3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიენიჭოს უფლება გამოიყენოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ბეჭედი და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები 2011 წლის 1 აგვისტომდე.
4. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიენიჭოს უფლება გამოიყენოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები 2011 წლის 1აგვისტომდე.“.
2. ბრძანებ ას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-42 პუნქტები:
41. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო ან მისი ტერიტორიული ორგანოები მათი სამოქმედო ტერიტორიების შესაბამისად, უფლებამოსილნი არიან უზრუნველყონ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის ლიკვიდაციამდე წარმოებული და დაუსრულებელი საქმეების წარმოება, მათ შორის სასამართლო, სააღსრულებო და სხვა ორგანოებში მათ დასრულებამდე, წარმომადგენლობის განხორციელება სა ა გენტოს ხელმძღვანელობის ან ტერიტორიული ორგანოების უფროსების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
42. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – სამსახურის ტყის მართვის სამმართველოს თანამშრომლები,(ხოლოსააგენტოს სამსახურის სხვა თანამშრომლები სააგენტოს უფროსის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში)უფლებამოსილნი არიან 2011 წლის 1აგვისტომდე გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი და საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი და გამოიყენონ სატყეო დეპარტამენტისშესაბამისი ბეჭდები.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.05.2011.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 25.05.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №46. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.025.016021.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №46, 25.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.025.016021 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1338630/