საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.01.2000 ძალადაკარგული 26.08.2002
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
000000410.01(2).004.000024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 04/01/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 410.012.004.024

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1

2000 წლის 3 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის, „პატიმრობის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულების შესაბამისად:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოების შემდეგი მოსამსახურეების თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას, თანამდებობრივ გადაადგილებას:

ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე;

ბ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით);

გ) სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი.

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის წარდგინებით ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების შემდეგი მოსამსახურეების თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას, თანამდებობრივ გადაადგილებას:

ა) სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილე;

ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების უფროსები.

3. სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი ახორციელებს:

ა) სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხელეების (ამ ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსამსახურეების გარდა) თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას, თანამდებობრივ გადაადგილებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან შეთანხმებით;

ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულების დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეების თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას, თანამდებობრივ გადაადგილებას.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ხეცურიანი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.08.2002.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 03.01.2000. მიმღები ორგანო — იუსტიციის სამინისტრო. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 000000410.01(2).004.000024.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.08.2002-დან.
სად არის „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.08.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ“, №1, 03.01.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000410.01(2).004.000024 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1344107/