საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №748 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.08.2002 ძალადაკარგული 20.06.2003
ნომერი
№748
სარეგისტრაციო კოდი
100020010.11.106.005475
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 86, 29/08/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.472

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №748

2002 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ

“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის, “პატიმრობის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონის, “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოების შემდეგი მოსამსახურეების თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან განთავისუფლებას და თანამდებობრივ გადაადგილებას:

ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე;

ბ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის უფროსი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების უფროსები, სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის მოსამსახურეები (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით);

გ) სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი;

დ) სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილე (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით);

ე) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურების მოსამსახურეები (სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით).

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ახორციელებს:

ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეების (ამ ბრძანების პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსამსახურეების გარდა) თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან განთავისუფლებას და თანამდებობრივ გადაადგილებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წარდგინებით;

ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სტრუქტურული ერთეულების უფროსების თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან განთავისუფლებას და თანამდებობრივ გადაადგილებას სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის წარდგინებით.

3. სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი ახორციელებს:

ა) სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხელეების (ამ ბრძანების პირველი პუნქტის “დ” და “ე” ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსამსახურეების გარდა) თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან განთავისუფლებას და თანამდებობრივ გადაადგილებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან შეთანხმებით;

ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულების დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურების თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან განთავისუფლებას და თანამდებობრივ გადაადგილებას.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 3 იანვრის №1 ბრძანება.

 5. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი