სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.05.2011 ძალადაკარგული 11.04.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.108.016053
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110531006, 03/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2011 წლის 27 მაისი

ქ. სენაკი

 სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირვე ლი პუნქტის „ქ“ქვეპუნქტის,44-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 192 მუხლისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების შესაბამისად

  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დადგინდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი დანართი №1-ის შესაბამისად .

2. დადგინდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა დანართი №2-ის შესაბამისად .

4. ძალადაკარგულად გამოცხად დეს „სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის დადგენის თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 5 აგვისტოს №22 დადგენილება .

5. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე: ბ. ნარმანია

დანართი №1

სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი

1. სენაკ ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ოდენობა განისაზღვროს:

ა) ბალანსმფ ლ ობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;

ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამის ი დასკვნის საფუძველზე.

2. სენაკ ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ოდენობა განისაზღვროს:

ა)ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;

ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამის ი დასკვნის საფუძველზე.

 3. სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხიმგებლობის და სააქციო საზოგადოებების აქციების/წილის საპრივატიზებო საწყისი ფასი პრივატიზებისას არ უნდა იყოს რეგისტრირებულ საწესდებო კაპიტალზე ნაკლები.

 4. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას თუ არ მოხდა გამოტანილი ქონების პრივატიზება, მისი საწყისი ფასი შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ ამ ფასად ქონების პრივატიზება არ მოხდა, ეს ფასი შეიძლება კიდევ შემცირდეს.

დანართი № 2

 სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა

  მუხლი 1.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონები ს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება:

ა) უძრავ (გარდა მიწისა) და მოძრავ ქონებაზე დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ან ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის 10%-ის ოდენობით;

ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე - შესაბამის ტერიტორიულ ზონაში მოქმედი მიწის ნორმატიული ფასის 10%-ის ოდენობით.