საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №12 „საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.02.2000 ძალადაკარგული 11.04.2000
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
000000010.01(2).004.000057
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , ვებგვერდი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.057

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №12

2000 წლის 1 თებერვალი

 ქ.თბილისი

საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ

1. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო რეესტრის თანდართული ფორმა.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილებას.

3. აფხაზეთისა და აჭარის იუსტიციის სამინისტროებმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა 10 თებერვლამდე განსაზღვრონ საჯარო მოხელე, რომელსაც დაევალება - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

4. საჯარო ინფორმაციის გაცნობა და საჯარო ინფორმაციის ასლის გაცემა მოხდეს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 36–38-ე მუხლებით დადგენილი წესით.

5. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის აუცილებელი ანაზღაურება განხორციელდეს ინფორმაციის მომთხოვნი პირის ხარჯზე.

6. დაევალოს კანონმდებლობის დეპარტამენტს (ს. პეტროსიანი) ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს საჯარო ინფორმაციის ავტომატიზირებული დამუშავების სპეციალური წესი.

7. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ქ-ნ მ. ცაცანაშვილს

8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ჯ. ხეცურიანი

საჯარო რეესტრი

№

საჯარო ინფორმაციის დასახელება

საჯარო ინფორმაციის მიღების თარიღი

საჯარო ინფორმაციის რეესტრში შეტანის თარიღი

პირის დასახელება, რომლისგანაც შემოვიდა ან რომელსაც გაეგზავნა ინფორმაცია

პირი, რომელმაც მოითხოვა ინფორმაცია

ინფორმაციის გაცემის თარიღი

ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი

შენიშვნა

1

 2

 3

 4

 5

 6

 7

 8

 9

საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების გრიფი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №12 „საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.04.2000.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №12 „საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ““?
„საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №12 „საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ““ მიღებულია 01.02.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 000000010.01(2).004.000057.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №12 „საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ““-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 11.04.2000-დან.
სად არის „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №12 „საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.04.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №12 „საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ““, №12, 01.02.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000057 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.04.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1344614/