„საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
010.012.004.192
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 17/04/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწოფო სარეგისტრაციო კოდი: 010.012.004.192

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №44

2000 წლის 11 აპრილი

 ქ. თბილისი

საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ

1. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო რეესტრის თანდართული ფორმა.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილებას (ი. ბაგაშვილი).

3. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კოორდინაცია განახორციელოს მინისტრის ბიურომ (დ. ჯალაბაძე).

4. აფხაზეთისა და აჭარის იუსტიციის სამინისტროებმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა განსაზღვრონ საჯარო მოხელე, რომელსაც დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

5. საჯარო ინფორმაციის გაცნობა და საჯარო ინფორმაციის ასლის გაცემა მოხდეს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 36-38-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის აუცილებელი ანაზღაურება განხორციელდეს ინფორმაციის მომთხოვნი პირის ხარჯზე.

7. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ქ-ნ მ. ცაცანაშვილს.

8. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 1 თებერვლის №12 ბრძანება „საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ“.

9. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ხეცურიანი                                                                                                            საჯარო რეესტრი

 

№

საჯარო ინფორმაციის დასახელება

საჯარო ინფორმაციის მიღების თარიღი

საჯარო ინფორმაციის რეესტრში შეტანის თარიღი

პირის დასახელება, რომლისგანაც შემოვიდა ან რომელსაც გაეგზავნა ინფორმაცია

პირი, რომელმაც მოითხოვა ინფორმაცია

ინფორმაციის გაცემის თარიღი

ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების გრიფი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, სახელმწიფო მინისტრის ბრძანება „საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.04.2000.
როდის იქნა მიღებული „საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ“?
„საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 11.04.2000. მიმღები ორგანო — იუსტიციის სამინისტრო. დოკუმენტის ნომერი — №44. სარეგისტრაციო კოდი — 010.012.004.192.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.04.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო მინისტრის ბრძანება „საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ“, №44, 11.04.2000, სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.192 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.04.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/115042/