საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების ორგანიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.11.111.005.620
საქართველოს სახელმწიფოუშიშროების მინისტრის
ბრძანება №61
2002 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების ორგანიზების შესახებ
„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების“ 21-ე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად:
ვბრძანებ:
1. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და საზოგადოებასთან ურთიერთობების გაუმჯობესების სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების სრულყოფისა და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, აგრეთვე კანონით დაცული სხვა ინფორმაციის, გამოძიებისა და მოკვლევის მასალების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით სამინისტროს თანაშრომელთა (მინისტრისა და მისი მოადგილეების გარდა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა (ინტერვიუს მიცემა, სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტების კომენტირება და ა.შ.) განხორციელდეს მხოლოდ სამინისტროს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიუროს მეშვეობით.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს სამინისტროს ადინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობების ბიუროსათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
3. ბრძანების მოთხოვნათა შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობთ დადგენილი წესით.
4. ბრძანება გაეცნოს სამინისტროს პირად შემადგნლობას.
5. ბრძანება ძალაში შედის ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე -10 დღეს.
ვ. ხაბურძანია