“საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლის გამკაცრებისა და სახელმწიფო საიდუმლოების გაჟონვის თავიდან აცილების თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 130.030.000.11.111.005.730
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის
ბრძანება №33
2003 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლის გამკაცრებისა და სახელმწიფო საიდუმლოების გაჟონვის თავიდან აცილების თაობაზე
„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების მე-12 პუნქტის „ზ” და „ნ” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებმა განახორციელონ სათანადო ღონისძიებები და გააძლიერონ კონტროლი თავიანთ ქვედანაყოფებში თანამშრომელთა მხრიდან სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის, სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევის თავიდან ასაცილებლად.
2. სახელმწიფო საიდუმლოების გაჟონვის შემთხვევაში დისციპლინური დევნის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობის მიმართ (თუ მათ ქმედებაში არ არის დანაშაულის ნიშნები) გამოყენებულ იქნეს მკაცრი დისციპლინური სასჯელი, სამსახურიდან დათხოვნის ჩათვლით.
3. ბრძანება გაეცნოს სამინისტროს პირად შემადგენლობას.
4. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.
ვ. ხაბურძანია