,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.034.010.014
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №289
2007 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცე-ბის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის №786 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №84, მუხ. 1127) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველო (ბათუმი)
ბ) სასაზღვრო პოლიცის №2 სამმართველო (ახალციხე)
გ) სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველო (წითელი ხიდი)
დ) სასაზღვრო პოლიციის №4 სამმართველო (დედოფლისწყარო)
ე) სასაზღვრო პოლიციის №5 სამმართველო (ლაგოდეხი)
ვ) სასაზღვრო პოლიციის №6 სამმართველო (ბარისახო)
ზ) სასაზღვრო პოლიციეს №7 სამმართველო (ყაზბეგი)
თ) სასაზღვრო პოლიციის №8 სამმართველო (ონი)
ი) სასაზღვრო პოლიციის №9 სამმართველო (მესტია)
კ) სასაზღვრო პოლიციის №10 სამმართველო (ზემო აფხაზეთი)
ლ) სასაზღვრო პოლიციის №11 სამმართველო (აეროპორტი თბილისი).“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ი. მერაბიშვილი