“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1020
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.034.009.140
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 119, 04/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.034.009.140

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1020

2006 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქარ­თველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგან­გებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებაში (სსმ III, 13.01.2006, №5, მუხ. 37) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-19 მუხ­ლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„2. სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული დახმარებებისა და სამაშველო ჯგუფების მიღება, გაგზავნა და გადაგზავნა დანიშნულებისამებრ, ადგილობ­რივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის ჰუმანიტა­რული დახმარებების და სამინისტროს ბალანსზე რიც­ხული მატერიალური ფასეულობების გამოუყენებელი ნაშთების გადაცემა დაზარალებულ და უმწეო მდგომა­რეო­ბაში მყოფ პირთათვის გასანაწილებლად.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი