ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარებისათვის შემჭიდროებული ვადების გამოყენების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2109
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024761
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2109

2017 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარებისათვის შემჭიდროებული ვადების გამოყენების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის:

ა) ქალაქ ოზურგეთში გრიბოედოვის პირველ შესახვევში ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა (260 მ);

ბ) ქალაქ ოზურგეთში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის საფარის მონიშვნა;

გ) ქალაქ ოზურგეთში სამთო ქიმიის ქუჩა №6-ში კანალიზაციის შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

დ) ქალაქ ოზურგეთში აკაკის ქუჩა №25-ში კანალიზაციის შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

ე) ქალაქ ოზურგეთში ჭავჭავაძისა და ჩოხატაურის ქუჩებზე მდებარე სკვერების კეთილმოწყობა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                          გიორგი კვირიკაშვილი