საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარებისათვის შემჭიდროებული ვადების გამოყენების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1533
2017 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარებისათვის შემჭიდროებული ვადების გამოყენების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება საჩხერის მუნიციპალიტეტს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთში მდებარე პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი