ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1703
2016 წლის 18 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების (ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გზების ორმული და ხრეშოვანი გზის საფარის შეკეთება (მოხრეშვა, დაგრეიდერება, დატკეპვნა; საგზაო ნიშნების მოწყობა; ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მ. ღლონტისა და ა. ჯორჯიაშვილის ქუჩებზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა; ფარნავაზ მეფის ქ. №127-ში და დ. გურამიშვილის ქ. №14-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შიდა კანალიზაციისა და ეზოს ქსელის კანალიზაციის სისტემის კაპიტალური შეკეთება; ვ. დოლიძის ქ. №7-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავზე წყალგამტარი ღარების მოწყობა; კ. გამსახურდიას ქუჩის მე-3 ჩიხის №6-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს ქსელის კანალიზაციის მოწყობა; ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა; ვ. დოლიძის და რ. ერისთავის ქუჩებსა და თამარ მეფის მოედანზე გზაგამყოფების მოწყობა; ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკში ატრაქციონის რეაბილიტაცია) განხორციელებისათვის საჭირო სამუშაოების სახელმწიფო შ ე ს ყი დ ვა, 611 410,14 (ექვსას თერთმეტი ათას ოთხას ათი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი