საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლის დამატებითი პირობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 130.070.000.11.111.005.452
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის
ბრძანება №22
2002 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ჩატარდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების ყოველწლიური სავალდებულო ნარკოლოგიური გამოკვლევა.
2. მინისტრის გადაწყვეტილებით, წლის განმავლობაში, პერიოდულად, შერჩევით ჩატარდეს სამინისტროს ცალკეული სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლების დამატებითი ნარკოლოგიური შემოწმება.
3. კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობიდან დათხოვილ იქნენ სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც:
ა) შეგნებულად თავს აარიდებენ ნარკოლოგიურ შემოწმებას;
ბ) მხილებულ იქნებიან ნარკოლოგიური ნივთიერებების მოხმარებაში.
4. ნარკოლოგიური საშუალებების მოხმარებაში მხილებული თანამშრომლების მიმართ გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
5. დაევალოს სამინისტროს სამეურნეო და საფინანსო სამმართველოებს ნარკოლოგიური გამოკვლევის ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფა.
6. დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს, მაიორ ი. ალასანიას სამინისტროს თანამშრომელთა ნარკოლოგიური გამოკვლევის ჩატარების ორგანიზება და შესრულებაზე კონტროლი.
7. ბრძანება ძალაშია 15 აგვისტოდან.
8. ბრძანება გაეცნოს სამინისტროს პირად შემადგენლობას.
ვ. ხაბურძანია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლის დამატებითი პირობის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლის დამატებითი პირობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.08.2002.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლის დამატებითი პირობის შესახებ“?
- „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლის დამატებითი პირობის შესახებ“ მიღებულია 07.08.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 130.070.000.11.111.005.452.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლის დამატებითი პირობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლის დამატებითი პირობის შესახებ“, №22, 07.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 130.070.000.11.111.005.452 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54220/