“საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.008.187
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
2006 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ
,,კულტურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის თანახმად:
1. 2006 წლის 1 მარტამდე ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია.
2. შეიქმნას სახელმწიფო ფილარმონიის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ლევან დავითულიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
თამარ ქვარიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე;
თეა ონიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული სამსახურის უფროსი;
გელა ჯაჭვაძე – სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
ზურაბ მიმინოშვილი – სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი;
მერაბ დონაძე – სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორი;
ნაზი ძაძამია – სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი ბუღალტერი.
3. დაევალოს კომისიას სახელმწიფო ფილარმონიის ლიკვიდაციის მიზნით, 2006 წლის 28 თებერვლამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული, სამართლებრივი, მატერიალურ-ტექნიკური, საკადრო და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ლევან დავითულიანს.
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.
გ. გაბაშვილი